* "ლას პალმასმა" "ბარსელონასთან" მატჩში მეტოქის ნაახევარზე 278 პასის გაკეთება სცადა, რაც ამ სეზონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
* მარკო ასენსიო მიმდინარე პრიმერადივიზიონში "ესპანიოლის" ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელია. მან ყველაზე მეტ (7) გოლში მიიღო მონაწილეობა - 6 პასი, 1 გოლი. მან 19 დეკემბრის მერე "ესპანიოლს" პირველი მატჩი მოაგებინა.
* ხერმან ლუქსმა "ესპანიოლთან" შეხვედრაში 8 "სეივი" გააკეთა. "დეპორტივოს" მეკარეს ამდენი ბურთი ერთ თამაშში 2013
* ალენ ჰალილოვიჩი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 საგოლე პასი აქვს.
* მიკუ გახდა "რაიო ვალეკანოს" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში მიჯრით 5 ტურში გაიტანა.
* კარლოს კამენი გახდა მეოთხე მეკარე, რომელმაც ლა ლიგაში კრიშტიანო რონალდოს პენალტი მოიგერია.
* "მალაგა" გახდა პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ სეზონში "რეალთან" არც ერთი მატჩი არ წააგო.
* "სოსიედადმა" "ბილბაოს" ახალ "სან მამესზე" პირველი დერბი მოუგო და უკვე 8 დერბია, არ მარცხდება.
* მიმდინარე სეზონში (ყველა ტურნირის ჩათვლით) "ვალენსიამ" მიჯრით 3 მატჩი პირველად მოიგო.
* ანტუან გრიზმანისთვის "ვილიარეალი" უხერხულია მეტოქეა, ფრანგს "ყვითელი წყალქვეშა გემის" წინააღმდეგ ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ისე, რომ გატანას ვერ ახერხებს - იგი "ვილიარეალს" მეათედ დაუპირისპირდა და ვერც ერთხელ გაუტანა.
* 2016 წელს ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტჯერ (6-6) კარი მშრალად "ატლეტიკომ" და "ვილიარეალმა" შეინახეს. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ მათი ურთიერთშეხვედრა 0:0 დასრულდა.
* "სევილია" "რაიო ვალეკანოსთან" გასვლაზე 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, ქულას დასჯერდა. "სევილია" "ლას პალმასთან" ერთად სტუმრად მოუგებელ გუნდად რჩება.
* გარდა ამისა, ნულია სევილიელთა საშინაო მატჩების ფრეთა გრაფაშიც, ისევე, როგორც "ბარსას" წაგების გრაფაში "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრებში და მეორე კატალონიური გუნდის, "ესპანიოლის" ფრეების გრაფაში საგარეო თამაშებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"