ლა ლიგა. XXVI ტური: "ბარსას" +8 და +12 [VIDEO]

AutoSharing Option
* "ლას პალმასმა" სეზონში პირველად მოიგო სტუმრად.

* ზინედინ ზიდანმა პირველად წააგო "რეალის" თავკაცის რანგში.

* მადრიდის "ატლეტიკო" პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო "სანტიაგო ბერნაბეუზე".

* ვიგოს "სელტამ" ისტორიაში პირველად მოიგო "ხეტაფესთან" საგარეო მატჩი.

* 34 წაუგებელი სერია - "ბარსელონამ" "რეალის" რეკორდი გაიმეორა.

დამარცხებული ზიდანი, თანაგუნდელებზე განრისხებული რონალდო... ასე დასრულდა მორიგი მადრიდული დერბი. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ახლა უკვე 4 ქულით უსწრებს "სამეფო კლუბს". თბილისური მატჩის რემიქსი "კამპ ნოუზე" ძალიან საინტერესო გამოდგა, "სევილია" იგებდა, მაგრამ მაინც დარჩა ერთადერთ გუნდად, რომელსაც
ლა ლიგაში სტუმრად არ მოუგია. ლიდერმა მესისა და პიკეს გოლებით გაიმარჯვა და"რეალს" ხელი დაუქნია...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისტორიული გამარჯვება
წვიმიან იპურუაში ტაიმის უკანასკნელ წუთზე ელ ჟარის კუთხურს პედრო ბიგასის შესანიშნავი თავური მოჰყვა, რომელმაც საბოლოოდ "ლას პალმასს" ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა - პირველი სტუმრად ამ სეზონში.

თამაში კი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა, იმის მიუხედავად, რომ ერთნაირი ინტენსივობით წვიმდა. პირველში კანარისკუნძულელები დომინირებდნენ და დამსახურებული გოლიც გაიტანეს, მეორეში კი "ეიბარის" უპირატესობა აშკარა იყო და რომ არა ცუდი მსაჯობა, ბასკური გუნდი სულ მცირე, ერთ პენალტის იმსახურებდა - 0:1. "მარკამ" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად განელი მუბარაკ ვაკასო აღიარა 7 ბალით.

ფრანგი ფრანგმა დაღუპა
მადრიდულმა დერბიმ ვერ გაამართლა გულშემატკივართა იმედები, განსაკუთრებით, "სამეფო კლუბის" გულშემატკივართა იმედები. "რეალმა" 13 დეკემბრის მერე პირველად წააგო. ეს იყო ზინედინ ზიდანის სადებიუტო დერბი "რეალის" თავკაცის პოსტზე. ზიზუმ პირველივე წააგო, ეს მისი პირველი მარცხი იყო "რეალის" მწვრთნელის რანგში.

გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ანტუან გრიზმანმა გაიტანა. მან საჯარიმოში კომბინაცია გაითამაშა ფილიპე ლუიშთან და კეილორ ნავასის კარი დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ "რეალმა" სამჯერ დაარტყა მეტოქის კარში ზუსტად და სამივეჯერ ეს კრიშტიანო რონალდომ გააკეთა, რომელმაც მატჩის შემდეგ დაიჩივლა, ყველა ჩემსავით რომ თამაშობდეს, ცხრილის სათავეში ვიქნებოდითო.

"მარკა" არ იზიარებს კრიშტიანოს ამ ნათქვამს. მან პორტუგალიელს 5 ბალი დაუწერა, "რეალში" კი ყველაზე მეტი მეკარე ნავასმა მიიღო - 6,5. საუკეთესო შეფასება, 7-7 ბალი კი გრიზმანმა და დიეგო გოდინმა მიიღეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ზინედინ ზიდანი
(რეალი): "ძალიან იმედგაცრუებული ვარ თამაშის გამო. ჩვენი პრობლემა ფიზიკურ კონდიციებში არაა, ფსიქოლოგიაშია. ჩვენი საჩემპიონო შანსები ისედაც მცირე იყო წაგებამდე და ახლა სულ შემცირდა. წავაგეთ, მაგრამ ხომ არ გავგიჟდები ამის გამო? როცა ვიგებთ, ხომ არ ვგიჟდები? ოთხშაბათს მორიგი თამაში გვაქვს და მთელი კონცენტრაცია ამ შეხვედრაზე გადავა. ჩვენ პროფესიონალები ვართ, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. ფეხბურთელები თამაშობენ. თუ როგორ თამაშობენ, ამაზე პასუხისმგებელი მე ვარ. სწრაფად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. შინ "ატლეტიკოსთან" წაგება "რეალისთვის" ძალიან მტკივნეული დარტყმაა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩვენს გუნდს თავისი ინდივიდუალური ხელწერა აქვს. კი, "ატლეტიკოს" ბოლო დროს იშვიათად გააქვს გოლები, მაგრამ ბოლო თამაშებშიც კარგად ვასპარეზობდით. დღეს კი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო. გუნდმა დიდებულად გამოიყენა პრესინგი, რაც გრიზმანისა და ტორესის დიდი დამსახურებაა. "ატლეტიკოს" ფანებს შეუძლიათ გუნდით იამაყონ. ინტენსიურად ვთამაშობდით, მეგონა, პრობლემები შეგვექმნებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა. როგორ განვიხილავ გამარჯვებას "ბერნაბეუზე"? ეს ხომ ბუნებრივია".

ნოლიტო, აგირეჩე და კასტროების დუბლები
შაბათის მეორე და ტურის მესამე მატჩიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს. შეცვლაზე შესული ნოლიტოს წყალობით, ვიგოს "სელტამ" ისტორიაში პირველად მოიგო მადრიდულ "კოლისეუმზე" "ხეტაფეს" წინააღმდეგ. გამარჯვების გოლის ავტორი 7 ბალით საუკეთესოდ დასახელდა.

უხვგოლიანი გამოდგა დაპირისპირება ხიხონში, სადაც "ესპანიოლმა" 4:2 გაიმარჯვა. მასპინძლებს კარლოს კასტროს დუბლი წყალში ჩაეყარათ. დიდებულად ითამაშეს ბარსელონელთა შემტევებმა: ხერარდ მორენომ, ბურგუიმ და მარკო ასენსიომ.

"ბეტისმა" პირველი ტაიმი რუბენ კასტროს დუბლით კი მოიგო, მაგრამ მეორეში შეცვლაზე შესული მანუჩოს დუბლის წყალობით, "რაიო ვალეკანომ" კვლავ არ წააგო - 2:2.

ფრედ დასრულდა დღის ბოლო დაპირისპირებაც - "რეალ სოსიედადმა" ტრავმამოშუშებული იმანოლ აგირეჩეს საეჭვო გოლის (თამაშგარე მდგომარეობას ჰგავდა) წყალობით, ქულა გადაარჩინა "მალაგასთან" საშინაო დაპირისპირებაში - 1:1.

ვალენსიური დერბი
"ვილიარეალი" წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს, ვალენსიურ დერბიში "ლევანტე" გაანადგურა - 3:0. გოლები ლეო ბაპტიშტაომ, სამუ კასტილიეხომ და ადრიან ლოპესმა გაიტანეს.

როგორც ჩანს, გარი ნევილის "ვალენსიას" კრიზისიდან გამოძრომა მირაჟი ყოფილა, ბასკებმა "მესტალია" აიღეს - 3:0. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს მალე ევროპალიგის მერვედფინალში შეხვდებიან. შესანიშნავი ფსიქოლოგიური პლუსია "ბილბაოსთვის".

დაბოლოს, იუნეს ელ-არაბის გოლით აუტსაიდერმა "გრანადამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "დეპორტივო".

XXVI ტური

26 თებერვალი
ეიბარი-ლას პალმასი 0:1
გოლი: 0:1 ბიგასი (45)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, პანტიჩი, ანსოტეგი, ჟუნკა - ხოტა (46. ადრიანი), ესკალანტე, დ. გარსია, ინუი (67. ს. ბერხონი) - ბასტონი, ენრიჩი (77. ჰაიროვიჩი)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - დ. გარსია, აიტამი, ბიგასი, გარიდო - როკე - ელ ჟარი (90. ნილი), ტანა (74. ლემოსი), ვიერა (85. მომო), ვაკასო - ვილიან ჟოზე
გაფრთხილება: ენრიჩი, გარსია, ჟუნკა, კაპა - ელ ჟარი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-12 (4-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 5 112

27 თებერვალი
რეალი-ატლეტიკო 0:1
გოლები: 0:1 გრიზმანი (53)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, დანილო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო (70. ხესე) - ხ. როდრიგესი (57. ლ. ვასკესი), ბენზემა (46. მაიორალი), რონალდო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, ა. ფერნანდესი (77. კრანევიტერი), კოკე - გრიზმანი, ფ. ტორესი (81. ა. კორეა)
გაფრთხილება: ლუკასი, კარვახალი, რამოსი - გოდინი, ლუიში, ხიმენესი, კორეა
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-9 (3-5); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 79 436

ხეტაფე-სელტა 0:1
გოლი: 0:1 ნოლიტო (70)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი (49. ე. ბუენდია), ველასკესი, კალა, იოდა - ლასენი, ხ. როდრიგესი (74. შჩეპოვიჩი) - სარაბია, ვ. როდრიგესი (84. მ. გომესი), ვანდერსონი - ა. ვასკესი
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - პ. ერნანდესი, რადოია - ასპასი (85. მ. დიასი), ორელიანა, ბონგონდა (75. ვასი) - გუიდეტი (58. ნოლიტო)
გაფრთხილება: ველასკესი, იოდა, ბუენდია - გუიდეტი, ერნანდესი, ასპასი, მალიო
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 14-9 (2-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 5 652

სპორტინგი-ესპანიოლი 2:4
გოლები: 1:0 კ. კასტრო (19), 1:1 ბურგუი (41), 1:2 მორენო (48), 1:3 მორენო (58), 2:3 კ. კასტრო (62), 2:4 ლ. ერნანდესი (80 ს. კ.)
სპორტინგი (4-4-2): კუელიარი - ვრანიეში, ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - კარმონა (57. ჰალილოვიჩი), მასკარელი (73. ნ. კასესი), რაშიდი, ხონი - სანაბრია (88. ლორა), კ. კასტრო
ესპანიოლი (4-3-3): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, ო. დუარტე, ვ. ალვარესი - ვ. სანჩესი (73. როკო), დიოპი, აბრაამი - ასენსიო, მორენო (89. სევილია), ბურგუი (66. ერნანი)
გაფრთხილება: მასკარელი, მერე, კასტრო, ლოპესი, სანაბრია - დუარტე
გაძევება: ნ. კასესი (83)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-12 (5-7); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 22 555

ბეტისი-ვალეკანო 2:2
გოლები: 1:0 რ. კასტრო (14), 2:0 რ. კასტრო (28), 2:1 მანუჩო (48), 2:2 მანუჩო (51)
ბეტისი (4-4-2): ადანი - მოლინერო (82. ფაბიანი), ბრუნო, პეცელა, ხ. ვარგასი - ხოაკინი (63. სეხუდო), სებალიოსი, პეტროში, მუსონდა - მოლინა (56. ლ. დამიაო), რ. კასტრო
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი, ზე კაშტრო (46. მ. კაბალიერო), დ. ლორენტე, ტიტო - ტრაშორასი, იტურა - ემბარბა (73. ამაია), პიტი, ბებე - მიკუ (46. მანუჩო)
გაფრთხილება: სებალიოსი, პეტროში - ლორენტე, ქუინი
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 20-11 (4-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 35 666

სოსიედადი-მალაგა 1:1
გოლები: 0:1 ჩოპი (56), 1:1 აგირეჩე (81)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, მ. გონსალესი (74. გრანერო), ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - დ. რეიესი, პარდო - ველა, ჩაბი პრიეტო, ბრუმა (74. აგირეჩე) - ოიარზაბალი
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, რიკა - ხუანპი, ფორნალსი, რესიო, ორტა (71. ფილიპენკო) - შარლესი (90. სანტა კრუსი), ჩოპი (85. დუდა)
გაფრთხილება: მარტინესი, ბერჩიჩე, რეიესი, რული - რესიო, რიკა, შარლესი, ორტა, ველიგტონი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-8 (3-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 12 783

28 თებერვალი
ვილიარეალი-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 ლ. ბაპტიშტაო (12), 2:0 კასტილიეხო (30), 3:0 ა. ლოპესი (48)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - ბაილი, მუსაჩო (46. რუისი), ბონერა, მარინი - ნაუელი, ტრიგეროსი (70. პინა), ბრუნო სორიანო, კასტილიეხო - ლ. ბაპტიშტაო, ა. ლოპესი (73. ბაკამბუ)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ლერმა, დ. ნავარო, მედჯანი, ტონიო - ვედრუ (54. კუერო), ვერსა, სიმაო, მორალესი (72. ჩუმეტრა) - დეივერსონი, ჯ. როსი (54. კამარასა)
გაფრთხილება: - ნავარო, ლერმა, ვერსა
გაძევება: ნავარო (56)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 7-7 (3-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 16 639

ვალენსია-ბილბაო 0:3
გოლები: 0:1 საბინ მერინო (73), 0:2 მუნიაინი (77), 0:3 ადურისი (80)
ვალენსია (4-1-4-1): დ. ალვეში - კანსელო, მუსტაფი, ა. სანტოსი, გაია - ე. პერესი (76. პიატი) - მინა, პარეხო, ანდრე გომეში, ჩერიშევი (70. ფეგული) - ნეგრედო (58. პ. ალკასერი)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ბოვედა, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენზიაგა - გ. ელუსტონდო (63. სან ხოსე), ბენიატი - დე მარკოსი (68. ადურისი), მ. რიკო, მუნიაინი (83. სუსაეტა) - საბინ მერინო
გაფრთხილება: გომეში, კანსელო -
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 9-13 (3-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 36 576

დეპორტივო-გრანადა 0:1
გოლი: 0:1 ელ-არაბი (24-პენ)
დეპორტივო (4-3-3): ლუქსი - ხუანფრანი (83. ჟონასი), არიბასი, ფ. ნავარო, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი (63. რიერა), მოსკერა, ბორხესი (89. ჯონათანი) - ფახრი, ლ. პერესი, ლუის ალბერტო
გრანადა (4-4-2): ა. ფერნანდესი - მ. ლოპეში, ბაბენი, რ. კოშტა, ბირაგი - როჩინა (80. ბარალი), კრჰინი, დუკურე, საქსესი (92. ლომბანი) - ელ-არაბი, პენიარანდა (59. ე. მენდესი)
გაფრთხილება: ხუანფრანი, ნავარო - მენდესი, ფერნანდესი
გაძევება: ლუქსი (94)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 13-10 (2-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 23 616

ბარსელონა-სევილია 2:1
გოლები: 0:1 ვიტოლო (20), 1:1 მესი (31), 2:1 პიკე (48)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ა. ვიდალი (55. დ. ალვეში), პიკე, მატიო, ალბა - ს. რობერტო (75. რაკიტიჩი), ბუსკეტსი, არდა თურანი (64. ინიესტა) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - კოკე, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - ნ'ზონზი, კრისტოფორო (63. კონოპლიანკა) - ვიტოლო, იბორა (75. ხ. მუნიოსი), კრონ-დელი - გამეირო
გაფრთხილება: ალვეში, რობერტო, პიკე - რამი, კოლოძეიჩაკი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-11 (8-4); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 79 684

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
1-ლი მარტი:
ატლეტიკო-რეალ სოსიედადი, ლას პალმასი-ხეტაფე

2 მარტი:
სევილია-ეიბარი, სელტა-ვილიარეალი, მალაგა-ვალენსია, ბილბაო-დეპორტივო, ლევანტე-რეალი

3 მარტი:
გრანადა-სპორტინგი, ესპანიოლი-ბეტისი, რაიო ვალეკანო-ბარსელონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული