ლა ლიგა. XXVII ტურის წინ: "ბარსა" და "რეალი" განწყობის პოლუსებზე

AutoSharing Option
ესპანურმა ქარავანმა მხოლოდ ერთი დღე დაისვენა და დღეიდან ახალი, 27-ე ტური იწყება, რომელიც სამ დღეზეა გათვლილი. ტურს იწყებს ლიდერის მდევარი "ატლეტიკო" და ასრულებს თავად ლიდერი "ბარსელონა".

ერთი "რეალი", მეორე "რეალი"
ერთი "რეალის" დამარცხების შემდეგ "ატლეტიკოს" მეორე ელის - "ვისენტე კალდერონზე" მადრიდული დერბის გმირები "რეალ სოსიედადს" მასპინძლობენ, რომელიც ახლა "სამეფო კლუბზე" უკეთეს ფორმაშია. ასე რომ, დიეგო სიმეონეს კრებულს მორიგი მძიმე მატჩი ელის. "სოსიედადი" მოფერიანდა და ევროზონასაც უმიზნებს. ერთი ეგაა, ბასკებს, ტრადიციულად, "მდიდარი" ლაზარეთი აქვთ.

აღიარებენ თუ არა, სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია -
"ატლეტიკო" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ლიდერის მდევარი ეთქმის. დარჩენილ 12 ტურში "რეალს" 12 ქულის აღმოფხვრა, წესით, უკიდურესად უნდა გაუჭირდეს, აი, მინუს რვა ქულა უფრო ადამიანურად ჟღერს.

მხოლოდ პრობლემები
დერბის წაგებას "რეალში" ბევრი რამ მოჰყვა - კრიშტიანო რონალდოს უკმაყოფილო გამონათქვამი - ყველა ჩემსავით რომ თამაშობდეს, ლიდერები ვიქნებოდითო - ბევრს მოხვდა გულზე. პორტუგალიელმა მერე კი შეარბილა - მე მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებს ვგულისხმობდიო, მაგრამ ნათქვამ სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებ.

სანდო წყაროები ამტკიცებენ, რომ ფლორენტინო პერესი თამაშის მერე სპეციალურად შეხვდა ზინედინ ზიდანს და რამდენიმე ფეხბურთელთან, რომელთაც "სამეფო კლუბში" ხელშეუხებელის სტატუსი აქვთ, თავის ნებაზე მოქცევის უფლება მისცა. იმასაც ამბობენ, პერესმა უკვე გასცა განკარგულება რონალდოს გასხვისებაზეო.

აი, ასეთ სიტუაციაში მყოფი "რეალი" ვალენსიაში ჩადის გამწარებულ აუტსაიდერ "ლევანტესთან" სათამაშოდ. "რეალის" შეტევის ტრიო ისევ დაშლილია - ქარიმ ბენზემას სამი კვირით გამოუწერეს მოცდა, ვერ თამაშობს ჯერ ვერც გარეთ ბეილი. "რეალი" ჯერჯერობით, ისევ რონალდოს იმედზეა. პრობლემებია დაცვაშიც - სერხიო რამოსი და კარვახალი დისკვალიფიცირებულნი არიან, ხოლო მარსელო - ტრავმირებული. მოკლედ, "სამეფო კლუბში" მხოლოდ პრობლემებია.

ახალი რეკორდი?
სრულიად საპირისპირო სიტუაციაა ჩემპიონის ბანაკში - "ბარსელონას" მხოლოდ დისკვალიფიცირებული დანი ალვეში აკლია და დიდი ხნით გამოკლებული რაფინია. სხვა მხრივ, გუნდი დაფრინავს და თამაშს თამაშზე იგებს. ბოლო ტურში ლუის ენრიკემ "რეალის" რეკორდი გაიმეორა - 34 წაუგებელი მატჩი ზედიზედ და ახლა მადრიდში, "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში ესპანეთის რეკორდის დამყარება შეუძლია.

სხვათა შორის, ლუის ენრიკე ჯერჯერობით, ამტკიცებს, რომ "რეალი" საჩემპიონო რბოლას არ ჩამოშორებია. ეს ალბათ ჩვეულებრივი დიპლომატიაა...

სამშაბათი. 1-ლი მარტი

ატლეტიკო-სოსიედადი 00:00
დისკვალიფიკაცია: - ი. მარტინესი, ოიერი
ტრავმა: სავიჩი, ტიაგო, ფერეირა-კარასკო - ზურუტუზა, კ. მარტინესი, ბერგარა, კანალესი, რ. ნავასი (?), აგირეჩე (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 127 თამაში: +62=27-38, (226-157)

ლას პალმასი-ხეტაფე 01:00
დისკვალიფიკაცია: - ველასკესი
ტრავმა: დ. კასტელიანო, ხ. კასტელიანო, ა. ლოპესი, ერნანი, დ. სიმონი (?), ალემანი (?), ა. ერნანდესი - დ. სუარესი, ვიგარაი, ლაგო
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-4)

ოთხშაბათი. 2 მარტი
სევილია-ეიბარი 23:00
დისკვალიფიკაცია: კოლოძეიჩაკი, ნ'ზონზი - კაპა
ტრავმა: ანდრეოლი, კრიხოვიაკი, ბეტო (?), პარეხა (?) - ლუნა, კეკო, ეკიზა, რამისი, ხაიმე, არუაბარენა, დელ მორალი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=2-0, (4-2)

სელტა-ვილიარეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: პ. ერნანდესი -
ტრავმა: ფონტასი, ბოვიუ - ხ. კოსტა, მუსაჩო, სამუ გარსია, ჯ. დოს სანტოსი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +9=4-6, (26-26)

მალაგა-ვალენსია 23:00
დისკვალიფიკაცია: - კანსელო
ტრავმა: მასტური (?), ფლავიო, ხუან კარლოსი (?), გ. კასტრო, ტისონე - გაია, პერესი, სიკეირა, ბაკალი, აბდენური (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +4=7-18, (25-52)

ბილბაო-დეპორტივო 23:00
დისკვალიფიკაცია: - ლუქსი
ტრავმა: ვილიამსი, ი. გომესი, საბორიტი, უნდაბარანე - სიდნეი, ხ. დომინგესი, კანი (?), ფაბრისიო
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +27=26-34, (122-122)

ლევანტე-რეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: დ. ნავარო - კარვახალი, ს. რამოსი
ტრავმა: ი. ლოპესი (?), ხუანფრანი (?), ხოსე მარი (?), რ. გარსია (?), პ. ლოპესი - ბენზემა, პეპე (?), მარსელო, არბელოა, ბეილი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +2=1-18, (12-56)

ხუთშაბათი. 3 მარტი
გრანადა-სპორტინგი 23:00
დისკვალიფიკაცია: - ი. ლოპესი, ნ. კასესი
ტრავმა: რუისი (?), მარკესი, მაინსი (?), იუსტე, მ. პერეირა (?) - ს. ალვარესი (?), კ. კასტრო (?), ხონი (?), სუნიგა, დანი ნდი, ფრაილე, მუნისი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +9=4-8, (27-32)

ესპანიოლი-ბეტისი 23:30
დისკვალიფიკაცია: - პეტროში
ტრავმა: კანიასი, ვ. ალვარესი, სევილია, სილა, არბილია, არლაუსკისი (?) - კადირი, მონტოია, პიჩინი, ვესტერმანი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 თამაში: +37=30-30, (148-131)

ვალეკანო-ბარსელონა 00:00
დისკვალიფიკაცია: - დ. ალვეში
ტრავმა: ხოსაბედი, ქუინი (?), დ. ლორენტე (?), ბებე (?), პ. ერნანდესი, ებერტი, კობენიო, ტონიო, რაცი, გერა, მიკუ - რაფინია
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +4=8-21, (28-103)

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული