ჩაბი ალონსოს შესაძლოა ბრალი წაუყენონ

AutoSharing Option
ესპანეთში შესაძლოა, გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალი აგორდეს.

სასჯელი ამჯერად მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს, ჩაბი ალონსოს ელოდება. პროკურორმა ხოსე ხავიერ პოლომ უკვე მიმართა ესპანეთის სასამართლოს. იგი ირწმუნება, რომ შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ 2009-11 წლებში მადრიდის "რეალში" თამაშისას ჩაბი ალონსომ მაქინაციების მეშვეობით სახელმწიფოს 3 მილიონი ევრო "დააკლო".

პოლო საქმის აღძვრას ითხოვს და მალე ალბათ ასეც მოხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული