სასჯელი ამჯერად მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს, ჩაბი ალონსოს ელოდება. პროკურორმა ხოსე ხავიერ პოლომ უკვე მიმართა ესპანეთის სასამართლოს. იგი ირწმუნება, რომ შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ 2009-11 წლებში მადრიდის "რეალში" თამაშისას ჩაბი ალონსომ მაქინაციების მეშვეობით სახელმწიფოს 3 მილიონი ევრო "დააკლო".
პოლო საქმის აღძვრას ითხოვს და მალე ალბათ ასეც მოხდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"