ფედერაციის აზრით, ნაკრებში ესპანელი სპეციალისტი უნდა მუშაობდეს. 60 წლის სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ "მალაგას", "ესპანიოლისა" და "ვალენსიას" გაწვრთნაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკეს თავკაცობით, ესპანელებმა 2010 წლის მსოფლიოს და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატები მოიგეს. ესპანელმა სპეციალისტმა თავად განაცხადა, რომ 2016 წელს ის ნაკრებს დატოვებს.