ლა ლიგის 28-ე ტურში "სელტასთან" მოპოვებული გამარჯვების (7:1) შემდეგ, სადაც
კრიშტიანო რონალდომ თავის ანგარიშზე 4 გოლი მიითვალა, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა
ზინედინ ზიდანმა პორტუგალიელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც რონალდოს გამოსდის, თავის დროზე ზიდანს არ შეეძლო.
"გულშემატკივრების სტვენა? ისინი რონალდოს არ უსტვენდნენ. ჩვენ ძალიან მომთხოვნი გულშემატკივარი გვყავს, რომლებიც ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს მოითხოვენ.
რონალდომ 4 გოლი გაიტანა. ის უნიკალურია. ეს ბევრს არ შეუძლია. ტექნიკასთან ერთად, მას მშვენიერი დარტყმა გააჩნია. იშვიათი ფეხბურთელია, რომელსაც ასეთი დარტყმა აქვს. რონალდო ძლიერია, ბრწყინვალედ თამაშობს და 40
წუთში 4 გოლის გატანა შეუძლია. ამის გაკეთება მე არასდროს შემეძლო, - განაცხადა ზიდანმა.