როგორც AS იტყობინება, მადრიდელთა ხელმძღვანელობა გერმანელებს ბრაზილიელის თაობაზე უკვე დაეკონტაქტა. 22 წლის ფეხბურთელის შეძენა მადრიდელებს 35 მილიონი ევრო დაუჯდებათ. "რეალის" მხრიდან ფეხბურთელისადმი ინტერესი თავად ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა, ვენდელას თქმით კი, შემოთავაზების შემთხვევაში, დაუფიქრებლად დათანხმდება.
ამასთანავე, მადრიდელთა გარდა, ბრაზილიელით ასევე კატალონიის "ბარსელონა" და პსჟ ინტერესდებიან.