ინფორმაციას ამის შესახებ Marca ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები კავანის ფერნანდო ტორესის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც მადრიდულ გუნდში იჯარის წესითაა განათხოვრებელი და კლუბი მის გამოსყიდვას არ აპირებს.
თავის მხრივ, პსჟ მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს კავანის გაყიდვის საკითხს, თუ მადრიდელები მასში 50 მილიონ ევროს გადაიხდიან. თავად კავანი კი არაა "ატლეტიკოში" გადაბარგების წინააღმდეგი, რადგან დიეგო სიმეონესთან მუშაობა სურს.