ლა ლიგა. XXIX ტური: "რეალი" ტანჯვით, "ბარსა" ლაღად [VIDEO]

AutoSharing Option
* "მალაგამ" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, ხოლო "სპორტინგის" ანალოგიური სერია 8 მატჩამდე გაგრძელდა.

* "ბარსელონამ" წაუგებელი სერია 37 მატჩამდე გააგრძელა (22 ტური პრიმერაში, ბოლო 12 ტური მოიგო), ხოლო "ხეტაფეს" უკვე 9 მატჩია, არ მოუგია.

* ლეო მესიმ პრიმერადივიზიონში უკვე მერვე პენალტი ვერ გაიტანა და ამ მაჩვენებლით, "ბარსელონაში" პირველ ადგილზე გადავიდა.

* "დეპორტივოს" უკვე 13 ტურია, არ მოუგია, ხოლო "ატლეტიკოს" 7 ტურია, არ წაუგია.

* "სევილიამ" "სანჩეს პისხუანზე" ზედიზედ მე-13 ტურში იმარჯვა.

კანარის კუნძულებზე თამაში სრულდებოდა, როცა ვილიან ჟოზემ "რეალის" კარი
დალაშქრა, ანგარიში გათანაბრდა და, თითქოს, "რეალმაც" ქულები დაკარგა, მაგრამ კაზემირომ თანამემამულეს მატჩის გმირობა აართვა და "სამეფო კლუბს" ნატანჯი სამი ქულა მოუპოვა - 1:2. ამ ფონზე კი შეგიძლიათ, "ბარსელონა"-"ხეტაფეს" მიმოხილვა წაიკითხოთ...
იხილეთ ვიდეო:ლას პალმასი-რეალი 1:2
Sportall.Ge

ანიტას
22 წლის ხუან პაბლო ანიორმა, იგივე ხუანპიმ პირველ ტაიმში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც "მალაგამ" 1:0 დაამარცხა ხიხონის "სპორტინგი". ხუანპიმ მაისურა გაიძრო და "მესიჯი" გამოაჩინა - "გილოცავ 20 წლის იუბილეს, ანიტა, მიყვარხარ", რისთვისაც ვენესუელელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ანიტა, რა თქმა უნდა, ბედნიერი იქნება, ალბათ, ხავი გრასიაც, თუმცა შეგირდს ის მაინც მისცემდა ამ საქციელისთვის შენიშვნას გასახდელში. "მალაგას" შეიძლება ვერც მოეგო, მსაჯს ბოლო წუთზე ალენ ჰალილოვიჩის ჩაწოდების შემდეგ მასპინძელი მცველის ხელით თამაში რომ შეემჩნია. "მარკამ" 7,5 ბალით ხუანპი გამოარჩია.

შეუჩერებელი მესი
მართალია, ლეო მესიმ კიდევ ერთხელ გვანახა, რომ პენალტების უბადლო შემსრულებელი სულაც არ არის, სხვა მხრივ, "ბარსელონამ" და თავად მესიმ ფანტასტიკური თამაში ჩაატარეს, ამ ეტაპზე პრიმერას ყველაზე სუსტ გუნდ "ხეტაფესთან". კატალონიელები მხოლოდ 6:0-ზე დაწყნარდნენ, მადრიდულ კლუბს შეეშვნენ და ბოლო ნახევარი საათი აშკარად დაინდეს.

ლუის ენრიკემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (მათ შორის, გოლეადორი ლუის სუარესი) დაასვენა, მაგრამ ამით არაფერი დაკლებია კატალონიურ კლუბს. სამ ფეხბურთელს გამოვარჩევთ - მესის, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი მიითვალა; არდა თურანს, ვინც ფანტასტიკურ გოლს ერთი პასი დაურთო და ნეიმარს, ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა. "მარკამ" 9 ბალით მესი გამოარჩია, თუმცა არც ნეიმარი და ანდრეს ინიესტა დაუჩაგრავს (8-8 ბალი).

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გააზრებული თამაშით, რაც ჩემმა გუნდმა აჩვენა. კარგ რიტმში ვითამაშეთ და ბურთით საოცრებებს ვაკეთებდით. ახლა "ბარსელონა" ფორმის პიკზეა და საკუთარი ძალების რწმენა არ აკლია. რატომ არ თამაშობს სუარესი? გამაგიჟებთ თქვენ! იყო დრო, მეკითხებოდით, რატომ ვიყიდეთ სუარესი; მერე მეკითხებოდით, რატომ არ ვასვენებდი მას. სუარესმა ძალიან ბევრი ითამაშა და გადავწყვიტეთ, დაგვესვენებინა".
იხილეთ ვიდეო: ბარსელონა-ხეტაფე 6:0
Sportall.Ge

ასპასის შედევრი
ვიგოს "სელტამ" "რეალ სოსიედადს" იაგო ასპასის უბადლო გოლის წყალობით სძლია - ნოლიტოს პასის შემდეგ თავდამსხმელმა საკმაო მანძილიდან მოახერხა და ბურთი თავზე გადაუგდო ბასკთა გოლკიპერს - 1:0. პირველ ტაიმში "სელტა" აშკარად უკეთესი იყო, "სოსიედადმა" მეორე ტაიმში გამოასწორა თამაში და ბოლო წუთზე აშკარა შანსიც გაუშვა ხელიდან. "მარკამ" სწორედ გოლის ავტორი გამოარჩია 7 ბალით, რომელმაც მეორე ტაიმში მოედანი კუნთის ტრავმის გამო დატოვა.

სიმეონემ ახალგაზრდებით მოიგო
"ატლეტიკომ" "დეპორტივოს" მოუგებელი სერია 13 მატჩამდე გაზარდა - ანგარიში საულ ნიგესმა თავური დარტყმით გახსნა, რომელმაც იმ ეპიზოდში ლამის 20 წლით უფროს მანუელ პაბლოს დაასწრო, რასაც მეორე ტაიმში ანტუან გრიზმანისა და შეცვალზე შესული ანხელ კორეას გოლები მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო გოლისას არგენტინელმა კორეამ თანამემამულე ხერმან ლუქსი შემთხვევით დააშავა და "დეპორტივოს" მეკარემ დარჩენილი წუთები "ცალი ფეხით" ჩაამთავრა, რადგან გალისიელებს ყველა ცვლილება განხორციელებული ჰქონდათ. დიეგო სიმეონეს მშვიდად შეუძლია "ეინდჰოვენთან" საპასუხო მატჩზე იფიქროს.

შაბათის ბოლო შეხვედრაში "რაიო ვალეკანომ" "ეიბარს" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.
იხილეთ ვიდეო: ატლეტიკო-დეპორტივო 3:0
Sportall.Ge

ნევილმა დერბიც დათმო
"ვალენსიას" ფანებს განგაშის ზარები აქვთ შემოსაკრავი - გარი ნევილის გუნდმა ქალაქის დერბიც დათმო ბოლოადგილოსან "ლევანტესთან" - 0:1. გამარჯვების გოლი "ბაყაყებმა" "ღამურების" კარში აუტის შემდეგ გაიტანეს - ხუანფრანმა აუტი მოაწოდა, საჯარიმოში კი ყველას ჯუზეპე როსიმ დაასწრო და იტალიელი "ლევანტეს" ფანების გმირად იქცა.

რომ არა დიეგო ალვეშის თამაში, "ლევანტე" ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაწინაურდებოდა. მოკლედ, ხუთშაბათს გავიგებთ, ჩააფლავა თუ არა "ვალენსიამ" საბოლოოდ სეზონი - ხუთშაბათს "ატლეტიკთან" ევროპალიგის საპასუხო მერვედფინალია. "მარკამ" ბრაზილიელი ფორვარდი დეივერსონი გამოარჩია 8 ბალით.

სერია გრძელდება, ბრძოლაც
"სანჩეს პისხუანზე" ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართა. "სევილია" აგებდა, მაგრამ 4:2 დაამარცხა "ვილიარეალი" და ამ უკანასკნელთან ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. ეს იყო "სევილიას" ზედიზედ მე-13 გამარჯვება შინაურ კედლებში.

ბილბაოს "ატლეტიკმა" "სან მამეს ბარიაზე" 3:1 დაამარცხა "ბეტისი" და ისიც განაგრძობს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას.

XXIX ტური
11 მარტი
მალაგა-სპორტინგი 1:0
გოლი: 1:0 ხუანპი (25)
მალაგა (4-4-2): ოჩოა - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი - ხუანპი (86. ატსუ), რესიო, ფორნალსი, გ. კასტრო (72. დუდა) - უჩე (65. ხუან კარლოსი), შარლესი
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - ს. ალვარესი, მასკარელი - კარმონა (72. პ. პერესი), დანი ნდი (46. კ. კასტრო), ხონი - სანაბრია (63. ჰალილოვიჩი)
გაფრთხილება: ხუანპი, როსალესი - ლოპესი, ალვარესი, პერესი, ჰალილოვიჩი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 13-9 (3-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 19 297

12 მარტი
ბარსელონა-ხეტაფე 6:0
გოლები: 1:0 ხ. როდრიგესი (8 ს. კ.), 2:0 ელ-ჰადადი (19), 3:0 ნეიმარი (32), 4:0 მესი (40), 5:0 ნეიმარი (51), 6:0 არდა თურანი (57)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ა. ვიდალი, პიკე (69. ბარტრა), მატიო (61. ვერმალენი), ალბა - არდა თურანი, ს. რობერტო, ინიესტა (61. სამპერი) - მესი, ელ-ჰადადი, ნეიმარი
ხეტაფე (4-4-2): გუაიტა - ე. ბუენდია, ვერხინი, ველასკესი, ა. პერეირა - იოდა, ხ. როდრიგესი, მედრანი, პედრო ლეონი (55. მ. გომესი) - ვანდერსონი (78. მენსა), შჩეპოვიჩი (54. ვ. როდრიგესი)
შენიშვნა: მესიმ ვერ გაიტანა პენალტი (11)
გაფრთხილება: - ველასკესი, მედრანი, ლეონი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-6 (9-1); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 87 533

სელტა-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 ასპასი (16)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - მ. დიასი, რადოია - ასპასი (79. ბონგონდა), ვასი (74. სენე), ნოლიტო - გუიდეტი (62. ბოვიუ)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა (56. ველა), ა. ელუსტონდო, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე (83. ექტორი) - პარდო, დ. რეიესი, ილიარამენდი - ჩაბი პრიეტო (77. ბრუმა), ჟონათასი, ოიარზაბალი
გაფრთხილება: კაბრალი, რადოია, დიასი - ბერჩიჩე, ელუსტონდო
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 21-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7-15 (1-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 17 767

ატლეტიკო-დეპორტივო 3:0
გოლები: 1:0 ს. ნიგესი (18), 2:0 გრიზმანი (60), 3:0 ა. კორეა (83)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო (79. ო. ტორესი), გაბი, ს. ნიგესი, კოკე - ვიეტო (58. ა. კორეა), გრიზმანი (65. კრანევიტერი)
დეპორტივო (4-3-3): ლუქსი - ლაურე, ლოპო, არიბასი, მ. პაბლო (59. რობერი) - ბერგანტინიოსი (59. ლუის ალბერტო), მოსკერა, ბორხესი - ფედე კარტაბია (74. რიერა), ხონათანი, ფახრი
გაფრთხილება: ფერეირა-კარასკო - ლაურე
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-6 (7-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 44 122

ვალეკანო-ეიბარი 1:1
გოლები: 1:0 ზე კაშტრო (7), 1:1 ესკალანტე (36)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი - ტიტო, ზე კაშტრო, დ. ლორენტე, ნაჩო (46. ქუინი) - იტურა, ტრაშორასი - პიტი (70. მანუჩო), ოზბილიზი (46. ემბარბა), ბებე - მიკუ
ეიბარი (4-1-4-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ჟუნკა - დ. გარსია - ინუი (89. ბარენტეჩია), ესკალანტე (79. ენრიჩი), რადოშევიჩი, ადრიანი - ბასტონი (90. ანსოტეგი)
გაფრთხილება: ოზბილიზი, ლორენტე, მიკუ, პიტი, ემბარბა - რადოშევიჩი, რამისი
გაძევება: რადოშევიჩი (85)
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 12-7 (3-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 10 567

13 მარტი
ლევანტე-ვალენსია 1:0
გოლი: 1:0 ჯ. როსი (65)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ლერმა, მეჯანი, ფედალი, ხუანფრანი - ვერდუ, სიმაო (74, პ. ლოპესი), ვერსა, მორალესი - დეივერსონი (86. კამარასა), ჯ. როსი (76. ვ. კასადესუსი)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - კანსელო (18. ბარაგანი), მუსტაფი, აბდენური, სიკეირა - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში (61. როდრიგო) - ფეგული, პ. ალკასერი, პიატი (70. ნეგრედო)
გაფრთხილება: სიმაო, ლოპესი - პარეხო, აბდენური, ფუეგო, მუსტაფი
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13-6 (6-1); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 18 191

სევილია-ვილიარეალი 4:2
გოლები: 1:0 იბორა (23), 1:1 ბაკამბუ (29), 1:2 ბაკამბუ (37), 2:2 რუისი (52 ს. კ.), 3:2 კონოპლიანკა (65), 4:2 რეიესი (91)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კარიშო, ტრემულინა - იბორა (75. ს. ესკუდერო), ნ'ზონზი (17. კრისტოფორო) - კრონ-დელი, ბანეგა, კონოპლიანკა (70. ხ. რეიესი) - გამეირო
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, ბონერა, რუისი, ბაილი (46. კასტილიეხო) - რუკავინა, პინა, ბრუნო სორიანო, დ. სუარესი - ბაკამბუ, ა. ლოპესი (70. ლ. ბაპტიშტაო)
გაფრთხილება: ბანეგა, კრონ-დელი - ბონერა
გაძევება: ბანეგა (79)
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 14-13 (4-6); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 15 918

ბილბაო-ბეტისი 3:1
გოლები: 1:0 საბინ მერინო (34), 2:0 მ. რიკო (44), 3:0 საბინ მერინო (50), 3:1 რ. კასტრო (85)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი (80. ეჩეიტა), ლეკუე - ბენიატი, სან ხოსე - სუსაეტა, რაულ გარსია (64. ადურისი), მუნიაინი (67. გ. ელუსტონდო) - საბინ მერინო
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მონტოია, პეცელა, ბრუნო (81. სეხუდო), მოლინერო - პეტროში (51. სებალიოსი), ნ'დიაი - ხოაკინი, მოლინა (51. რუისი), მუსონდა - რ. კასტრო
გაფრთხილება: გარსია -
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 18-3 (9-1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 42 437

ლას პალმასი-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ს. რამოსი (24), 1:1 ვილიან ჟოზე (87), 1:2 კაზემირო (89)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - დ. გარსია (85. არაუხო), ლემოსი, ბიგასი, გარიდო (46. დ. კასტელიანო) - როკე - ნილი (72. ელ ჟარი), მონტორო, ვიერა, მომო - ვილიან ჟოზე
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, არბელოა - მოდრიჩი (90. მარსელო), კაზემირო, ისკო (60. კოვაჩიჩი) - ლ. ვასკესი, რონალდო, ბეილი (79. ხესე)
გაფრთხილება: მონტორო, ლემოსი, ბიგასი, ვიერა - კაზემირო, ისკო, რამოსი, ისკო, პეპე
გაძევება: ს. რამოსი (91)
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-12 (6-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 25 846

14 მარტი
გრანადა-ესპანიოლი 23:30

ბომბარდირები: 27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ნეიმარი (ბარსელონა); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - არიც ადურისი (ბილბაო); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - ლუკას პერესი (დეპორტივო), რუბენ კასტრო (ბეტისი).

მომდევნო ტური
18 მარტი:
ხეტაფე-ეიბარი

19 მარტი:
სპორტინგი-ატლეტიკო, რეალ სოსიედადი-ლას პალმასი, გრანადა-რაიო ვალეკანო, დეპორტივო-ლევანტე, ბეტისი-მალაგა

20 მარტი:
ესპანიოლი-ბილბაო, ვილიარეალი-ბარსელონა, ვალენსია-სელტა, რეალი-სევილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული