დანი ალვეში: ალექსის სანჩესმა "ბარსას" იდეა ვერ გაიგო

AutoSharing Option
"დეილი მეილთან" ინტერვიუში "ბარსელონას" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ ალექსის სანჩესმა ვერ გაიგო "ბარსას" თამაშის იდეა.

"არ ვიტყვი, რომ ალექსისი ჩავარდა "ბარსელონაში", ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და წავიდა იმიტომ, რომ გახდეს სხვა კლუბის სახე. "ბარსელონას" რომ შეეწყო, ცოტაა, იყო კარგი ფეხბურთელი.

მთავარია, გაიგო ის გზა, საითაც გუნდი მიდის. თუ ამას ფეხბურთელი გაიგებს, ის დიდხანს ითამაშებს "ბარსელონაში", - განაცხადა ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი 2014 წელს "ბარსელონადან" წავიდა. ის ახლა "არსენალის" ერთ-ერთი ლიდერია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული