წყაროს ცნობით, ევროპულ კლუბებს ჯერ არ სურთ უეფასთან ღია კონფრონტაციაში შესვლა, თუმცა ევროპის ყველაზე სახელგანთქმული კლუბები უკმაყოფილონი არიან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებით, რომლის მიხედვით, ტურნირის საგზურს ისეთი ქვეყნების ჩემპიონატები იღებენ, რომლებიც უეფას ცხრილში დაბალი კოეფიციენტით სარგებლობენ.
მათი აზრით, ეს კონკურენციასა და ტელევიზიების ინტერესს დაბლა დაწევს.
"ჩვენ უნდა შევქმნათ ევროლიგა, რომელსაც კლუბები გააკონტროლებენ. ახლა ძალიან დამოკიდებულები ვართ ისეთ ორგანიზაციებზე, როგორებიც უეფა და ფიფაა. ამიტომ ასეთი ტურნირის შექმნა ჩვენი
აქვე გეტყვით, რომ სუპერლიგის მომხრეებს სურთ, ტურნირი დახურული, NBA-ს ტიპის იყოს.