"ბარსელონა" ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეის მომხრეა

AutoSharing Option
"ბარსელონა" ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეის მომხრეა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Vanguardia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ევროპულ კლუბებს ჯერ არ სურთ უეფასთან ღია კონფრონტაციაში შესვლა, თუმცა ევროპის ყველაზე სახელგანთქმული კლუბები უკმაყოფილონი არიან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებით, რომლის მიხედვით, ტურნირის საგზურს ისეთი ქვეყნების ჩემპიონატები იღებენ, რომლებიც უეფას ცხრილში დაბალი კოეფიციენტით სარგებლობენ.

მათი აზრით, ეს კონკურენციასა და ტელევიზიების ინტერესს დაბლა დაწევს.

"ჩვენ უნდა შევქმნათ ევროლიგა, რომელსაც კლუბები გააკონტროლებენ. ახლა ძალიან დამოკიდებულები ვართ ისეთ ორგანიზაციებზე, როგორებიც უეფა და ფიფაა. ამიტომ ასეთი ტურნირის შექმნა ჩვენი
მიზანი უნდა გახდეს", - თქვა "ბარსელონას" ფინანსური ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა სიუზანა მონიემ.

აქვე გეტყვით, რომ სუპერლიგის მომხრეებს სურთ, ტურნირი დახურული, NBA-ს ტიპის იყოს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხოო აბა ... მესი ბარსელონამ გაზარდა ფეხბურთელად აქცია და ეხლა არგენტინას მიცეს? აბა დაფიქრდი რა სისულელეს ამბობ. ევროპა ცალკე ჩემპიონატს ატარებს რომელშიც მესი ნეიმარი სუარესი ხამესი და ეს ფეხბურთელები აღარ იქნებოდნენ. და ამდენ მაგარ მოთამაშეს რო დაკარგავს ევროპა ინტერესი აიწევს? ...
coco
19:18 17-03-2016
0
სუპერლიგა კი არა, ეს ტრანფერები უნდა აიკრძალოს, ყველამ თავისი ქვეყნის კლუბებში ითამაშოს და მერე ნახეთ, როგორ გაიზრდება ინტერესი და მოტივაციაც აიწევს. შექმნეს ამ მამაძაღლმა ბობოლებმა მსოფლიოს ნაკრებები და აღარ მოსწონთ არსებული წესები და მდგომარეობა.
levani kaxeti
17:04 16-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული