წყაროს ცნობით, ესპანური კლუბი მზადაა, 25 წლის ბელგიელი ფეხბურთელი შეიძინოს, ოღონდ არა 100 მლნ ევროდ. სწორედ ამდენს ითხოვენ აზარში ლონდონელები.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იმედგაცრუებულია გუნდის ნახევარმცველებით, ხამეს როდრიგესითა და ისკოთი და ზაფხულში მათ ტრანსფერზე დაყენებას აპირებს. ამასთან, "რეალი" თავისი ნახევარმცველის, მარკო ასენსიოს დაბრუნებაზე ფიქრობს, რომელიც იჯარით "ესპანიოლში" ჰყავს გაშვებული.