მადრიდის "რეალს" ედენ აზარის ყიდვა სურს, ოღონდ 100 მლნ ევროზე ნაკლებად

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" კვლავაც იჩენს ინტერესს ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის, ედენ აზარის მიმართ. ამის შესახებ AS იუწყება.

წყაროს ცნობით, ესპანური კლუბი მზადაა, 25 წლის ბელგიელი ფეხბურთელი შეიძინოს, ოღონდ არა 100 მლნ ევროდ. სწორედ ამდენს ითხოვენ აზარში ლონდონელები.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იმედგაცრუებულია გუნდის ნახევარმცველებით, ხამეს როდრიგესითა და ისკოთი და ზაფხულში მათ ტრანსფერზე დაყენებას აპირებს. ამასთან, "რეალი" თავისი ნახევარმცველის, მარკო ასენსიოს დაბრუნებაზე ფიქრობს, რომელიც იჯარით "ესპანიოლში" ჰყავს გაშვებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული