ლა ლიგა. XXX ტურის წინ: გრანდთა ლაზარეთები დაცარიელდა

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის წინ უკანასკნელი ტურია, ამის მერე კლუბები აპრილამდე შეისვენებენ და 8-ტურიან საფინიშო სპურტს გამართავენ. ტურის ცენტრალური შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება - კვირას მადრიდის "რეალი" "სევილიას" მასპინძლობს.

ყველანი მინდორზე
ზინედინ ზიდანისა და უნაი ემერის პირველი სამწვრთნელო დაპირისპირება მათი გუნდებისთვის ისტორიაში 156-ეა (ლა ლიგის ეგიდით 144-ე). "რეალისა" და "სევილიას" ჯახები წლებს ითვლის, მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანდალუსიელებს მხოლოდ ცხრაჯერ მოუგიათ (ლა ლიგაში რვაჯერ) და ახლაც "სამეფო კლუბი" აშკარა ფავორიტია.

მით უმეტეს, რომ ზიდანის შეგირდებმა მთელი კვირა დაისვენეს, ხოლო ემერის ბიჭებს ხუთშაბათს მომქანცველი საპასუხო
მატჩი ჰქონდათ ევროპალიგაზე.

პირველ რიგში, საკადრო პრობლემებზე ვთქვათ - "რეალს" ალბათ მაინც არ ეყოლება ქარიმ ბენზემა, რომელმაც ვარჯიში კი განაახლა გუნდთან ერთად, მაგრამ ჯერ არ არის სათანადო ფორმაში.

ბენზემას არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემა ზიდანს დაცვის ცენტრში აქვს - სერხიო რამოსი ("სევილიას" ექსფეხბურთელი) და პეპე დისკვალიფიცირებულები არიან. თავის მხრივ, პრობლემები არც ანდალუსიელებს აკლიათ - სტივენ ნ'ზონზი, ვიტოლო და იევჰენ კონოპლიანკა ვერ ითამაშებენ. ტრავმირებულების გარდა, არ იქნება არც დისკვალიფიცირებული ევერ ბანეგა.

ზიდანმა დიდი ზნის პაუზის შემდეგ, პირველად შეძლო ძირითადი გუნდის ერთად შეკრება, ლაზარეთში ერთი კაციც არ დარჩა. ზიზუმ გუნდს სარეზერვოდან სამი ფეხბურთელიც დაიმატა: მარტინ ედეგორი, ბორხა მაიორალი და მარკოს ლორენტე. "რეალი" უელსელებთან მოლაპარაკებას იწყებს, იქნებ, გარეთ ბეილის ნაკრებში გამოძახებისგან თავი შეიკავონ, რომ მას არ გაუმიზეზდეს ძველი ტრავმა.

"ბარსელონა" "ბარსელონას" წინააღმდეგ
როდესაც "არსენალთან" მატჩის შემდეგ "ბარსელონას" თავკაც ლუის ენრიკეს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე შეეკითხნენ, მან თქვა, რომ არის ერთი არასასურველი მეტოქე, რომელთან დაპირისპირებას ყველაზე ნაკლებად ისურვებდა - "ბარსელონა".

დიახ, ლუის ენრიკეს აქვს იმის ფუფუნების საშუალება, რომ დროებით გვერდზე გადადოს თავმდაბლობა, რადგან მის გუნდს აგერ უკვე 38 თამაშია არ წაუგია. ამასთან, "ბარსამ" ბოლო ცხრა ოფიციალური დაპირისპირება მოიგო.

კატალონიური გრანდი საოცარი სერიის, რომელიც ესპანეთში უკვე კარგა ხანია, რეკორდია, გაგრძელებას კვირას "ელ მადრიგალზე" შეეცდება. ეს კი სულაც არ არის იოლი საქმე.

"ბარსამ" უკვე დაიწყო მზადება "ვილიარეალთან" თამაშისთვის, რომელსაც ხუთშაბათს ევროპალიგის ბატალია ჰქონდა გადასატანი.

როგორც "რეალში", "ბარსელონაშიც" ლაზარეთი თითქმის ცარიელია, ტრავმა მხოლოდ სანდრო რამირესს აქვს, დიდი ხნით ტრავმირებული რაფინიაც კი გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა. რადგან ამ მატჩის მერე სანაკრებო პაუზაა, არა გვგონია, ლუის ენრიკემ ცვლილებებს მიმართოს და ჩვენ ისევ ერთად ვიხილავთ შემტევ ტრიოს - სუარესს, მესისა და ნეიმარს.

ატლეტიკო ასტურიაში
"ამჯერად ვერც ერთ სხვა კლუბში ვერ ვხედავ ჩემ შვილს, გარდა "ატლეტიკოსი", - ეს კარლოს სიმეონეს სიტყვებია. მართლაც, "ატლეტიკო" ძალიან წარმატებულია ორივე ფრონტზე და რატომ უნდა შეიცვალოს დიეგო სიმეონემ საფეხბურთო მისამართი?

ამ ტურში ხიხონში ჩადის "სპორტინგთან" სათამაშოდ, რომელიც გავარდნის რეალური კანდიდატია და არაფერს არ დათმობს. მასპინძლებს ხორვატი სენსაცია ალენ ჰალილოვიჩი ჰყავთ დისკვალიფიცირებული, სტუმრებს - ბელგიელი იანიკ ფერეირა-კარასკო.

კიდევ ორ საინტერესო დუელს ჩამოვთვლით - "მესტალიაზე" "ვალენსია" "სელტას" მასპინძლობს, რომელიც ახლა "ღამურებზე" გაცილებით უკეთ თამაშობს, ხოლო ბარსელონაში "ესპანიოლი" "ბილბაოს" დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიამ" და "ბილბაომ" ხუთშაბათს ევრობატალიები გამოიარეს, ეს კი დამატებითი უპირატესობაა მათი მეტოქეებისთვის.

პარასკევი. 18 მარტი
ხეტაფე-ეიბარი 23:30
დისკვალიფიკაცია: - რადოშევიჩი
ტრავმა: ვიგარაი - ხიმენესი, ეკიზა, ლილიო
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (3-6)

შაბათი. 19 მარტი
სპორტინგი-ატლეტიკო 19:00
დისკვალიფიკაცია: ჰალილოვიჩი - ფერეირა-კარასკო
ტრავმა: კასესი (?), ესპინოსა, მენენდესი (?), ალბერტო (?), დანი ნდი (?) - სავიჩი (?), გოდინი (?), ტიაგო
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 თამაში: +19=21-41, (103-150)

სოსიედადი-ლას პალმასი 21:15
დისკვალიფიკაცია: - ბიგასი
ტრავმა: კაპილია, ზალდუა (?), ბრუმა (?), ნავასი, აგირეჩე, ჟონათასი (?), კანალესი - აიტამი (?), გომესი (?), კასტელიანო, ერნანი, ვაკასო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 თამაში: +26=13-18, (91-57)

გრანადა-ვალეკანო 21:15
დისკვალიფიკაცია: ბარალი, ფერნანდესი, ლომბანი - ლორენტე
ტრავმა: - კობენიო, ტონიო, ებერტი, კრესპო, მონტიელი (?), კასტრო (?), რაცი, ბაენა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=0-7, (7-13)

დეპორტივო-ლევანტე 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფაბრისიო, ლუქსი (?), პაბლო, ლაურე (?), დომინგესი (?), სუარესი, სიდნეი - ტონიო, ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +8=3-4, (4-14)

ბეტისი-მალაგა 01:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუსონდა (?), პიჩინი, ადანი (?) - კამენი, კრუსი (?), ჩოპი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=7-7, (27-29)

კვირა. 20 მარტი
ესპანიოლი-ბილბაო 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ასენსიო (?), კაისედო (?), ბურგუი (?), არბილია - ვილიამსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 161 თამაში: +62=30-69, (229-278)

ვილიარეალი-ბარსელონა 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სამუ, არეოლა (?), სანტოსი, მუსაჩო (?), კოსტა (?) - რაფინია (?), რამირესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +8=6-17, (41-59)

ვალენსია-სელტა 21:15
დისკვალიფიკაცია: - რადოია
ტრავმა: პერესი (?), გომესი (?), კანსელო, ბაკალი, ჩერიშევი - ფონტასი, პაბლო, ასპასი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 თამაში: +46=27-26, (180-118)

რეალი-სევილია 23:30
დისკვალიფიკაცია: პეპე, რამოსი - ბანეგა
ტრავმა: ბენზემა (?) - ვიტოლო, კონოპლიანკა, ნ'ზონზი, ანდრეოლი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 143 თამაში: +75=26-42, (306-200)

ბომბარდირები: 27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ნეიმარი (ბარსელონა); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - არიც ადურისი (ბილბაო); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - ლუკას პერესი (დეპორტივო), რუბენ კასტრო (ბეტისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული