ლა ლიგა. XXX ტური: "ატლეტიკო" ჩემპიონობაზე აღარ ფიქრობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მარტს ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ ხიხონის "სპორტინგმა" მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხება შეძლო. ამით მადრიდელებს პრაქტიკულად აღარ შერჩათ ჩემპიონობის შანსები.

პირველ ტაიმში ანტუან გრიზმანმა საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორეშე ასევე საჯარიმო დარტყმით ანტონიო სანაბრიამ გაათანაბრა, ხოლო მატჩის მიწურულს ხიხონელებს გამარჯვება შეცვლაზე შესულმა კარლოს კასტრომ მოუპოვა - 2:1.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი მიზანი იყო ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავება. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს ამოცანა შევასრულოთ. რა თქმა უნდა,
კარგად ვხვდები, რომ დღევანდელი მარცხი "ატლეტიკოს" პრაქტიკულად ყველა შანსს უკარგავს, იფიქროს ჩემპიონობაზე. ბიჭებს მადლობა თავდადებისათვის, მათ ეყოთ ძალები, ბოლოსკენ შეეტიათ, მაგრამ "სპორტინგს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ამ გუნდმა გაძლო".

სპორტინგი-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 გრიზმანი (29), 1:1 სანაბრია (79), 2:1 კ. კასტრო (89)

სოსიედადი-ლას პალმასი 0:1
გოლი: 0:1 ვილიან ჟოზე (39)
შენიშვნა: ვიერამ (ლას პალმასი) ვერ გაიტანა პენალტი (13)

გრანადა-ვალეკანო 2:2
გოლები: 1:0 ელ-არაბი (10), 1:1 პ. ერნანდესი (45), 2:1 ელ-არაბი (53-პენ), 2:2 ზე კაშტრო (86)
გაძევება: საქსესი (70. გრანადა)

დეპორტივო-ლევანტე 2:1
გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (43), 1:1 ჯ. როსი (50), 2:1 მარინიო (86 ს. კ.)

ბეტისი-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 კამაჩო (82)

პარასკევი. 18 მარტი
ხეტაფე-ეიბარი 1:1

კვირა. 20 მარტი
ესპანიოლი-ბილბაო 15:00
ვილიარეალი-ბარსელონა 19:00
ვალენსია-სელტა 21:15
რეალი-სევილია 23:30

1. ბარსელონა - 75 ქულა; 2. ატლეტიკო - 67; 3. რეალი - 63; 4. ვილიარეალი - 53; 5. სევილია - 48.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული