ვისენტე დელ ბოსკემ ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ვისენტე დელ ბოსკემ დაასახელა ესპანეთის ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც 24 მარტის მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. სამ დღეში კი "ფურია როხა" ამხანაგურად რუმინეთის ნაკრებს სტუმრობს.

მწვრთნელმა დიეგო კოშტას ნაცვლად არიც ადურისი მიიწვია, ხოლო ანდრეს ინიესტას ბარსელონელი სერხი რობერტო ამჯობინა. 35 წლის ადურისი ამჟამად ყველაზე მეტი გოლის გამტანი ესპანელია სეზონში (17 გოლი) ბორხა ბასტონთან ერთად. მას ნაკრებში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა, თუმცა მეტჯერ აღარ მოუწვევიათ.
მაშ ასე, ესპანეთის ნაკრების 25-კაციანი სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: იკერ კასილიასი (პორტუ), დავიდ დე
ხეა (მანჩესტერი), სერხიო რიკო (სევილია).

მცველები: ხუანფრანი (ატლეტიკო), მარიო გასპარი (ვილიარეალი), ჟერარდ პიკე, მარკ ბარტრა, ჟორდი ალბა (ყველა ბარსელონა), სერხიო რამოსი, ნაჩო ფერნანდესი (ორივე რეალი).

ნახევარმცველები: სესარ ასპილიკუეტა, სესკ ფაბრეგასი (ორივე ჩელსი), სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო (ორივე ბარსელონა), მიკელ სან ხოსე (ბილბაო), კოკე (ატლეტიკო), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), ისკო (რეალი).

თავდამსხმელები: დავიდ სილვა (სიტი), ხუან მატა (მანჩესტერი), პაკო ალკასერი (ვალენსია), ალვარო მორატა (იუვენტუსი), არიც ადურისი (ბილბაო), ნოლიტო (სელტა), პედრო როდრიგესი (ჩელსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჟ ესპანურში არ არის ბატონო ნიკოლოზ
ლუკა
16:42 23-03-2016
0
ტორესს ალკასერიც მორატაც და ადურისიც ჯობია
Akaki
01:13 22-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული