ხავიერ მასკერანო: მესიმ რამდენჯერმე შემომთავაზა პენალტის დარტყმა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ აღიარა, რომ უარი თქვა შანსზე, გოლი პენალტიდან გაეტანა.

შეგახსენებთ, რომ მასკერანოს "ბარსელონას" მაისურით გოლი გატანილი ჯერ არ აქვს.

"მესიმ რამდენჯერმე შემომთავაზა პენალტის დარტყმა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.
ამასთან დაკავშირებით პრობლემა მართლა არ მაქვს. არ მიყვარს რაღაცების ძალით გაკეთება.
ხოლო გოლი მაშინ მოვა, როცა საჭირო იქნება", - თქვა მასკერანომ.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული