"ბარსელონა" არგენტინული კლუბის 16 წლის ფეხბურთელს დაიმატებს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" არგენტინული "ინდეპენდიენტეს" 16 წლის ნახევარმცველთან, ლუკას პატანელთან წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა.

არგენტინული კლუბის წარმომადგენლების ცნობით, "ბარსელონა" ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50 პროცენტის და ასევე, ტრანსფერის პრიორიტეტული უფლების სანაცვლოდ 4 მილიონ დოლარს გადაიხდის.

პატანელი "ინდეპენდიენტეში" იქამდე ითამაშებს, სანამ "ბარსელონა" არ გადაწყვეტს, მზად არის თუ არა ფეხბურთელი ესპანური კლუბის აკადემიაში, ლა მასიაში ჩასარიცხად.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის ფეხბურთელით მადრიდის "რეალი", ლონდონის "ჩელსი", პსჟ და "პორტუ" არიან დაინტერესებულები.

მომზადებულია sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული