როგორც AS-ი იტყობინება, ბელგიელის შეძენით მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია დაინტერესებული, რომელიც ზაფხულს მეკარის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.
2015 წლის ზაფხულს "ჩელსი" კურტუას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვდა, ახლა კი უცნობია რამდენს მოითხოვენ ლონდონელები ბელგიელში.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მეკარე ლონდონში დაბრუნდებამდე მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა და 3 წლის მანძილზე კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გარდა ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც კი შეეძლო.