"ბარსელონა" "ლივერპულს" ლუის სუარესის ტრანსფერის ფულს ჯერ კიდევ უხდის

AutoSharing Option
ინტერნეტპორტალმა Football Leaks-მა ლუის სუარესის "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადასვლის ფინანსური გარიგების დეტალები გამოაქვეყნა.

წყაროს ცნობით, 2014 წელს კლუბები შეთანხმდნენ ტრანსფერზე, რომლის ღირებულება 65 მილიონი ფუნტია.

ტრანსფერის თანხა "ბარსელონას" მერსისაიდელებისთვის 5 ნაწილად უნდა გადაეხადა.

ბოლო გადარიცხვა ესპანელებმა მიმდინარე წლის ივლისში უნდა განახორციელონ, რომელიც 13 მილიონ ფუნტს შეადგენს.

გამომდინარე აქედან, ურუგვაელის ტრანსფერი ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია კრიშტიანო რონალდოს, ნეიმარის და გარეთ ბეილის შემდეგ.

მიუხედავად ამისა, "ბარსელონა" ტრანსფერით საკმაოდ კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან სუარესმა ესპანური გუნდის მაისურით 86 შეხვედრაში 68 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ყოველი გატანილი გოლის სანაცვლოდ სუარესს, კონტრაქტის მიხედვით, 955 ათასი ფუნტი ეკუთვნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული