მართალია, ელ კლასიკოს სატურნირო მდგომარეობა ნაკლებად აქვს ("სამეფო კლუბი" მეტოქეს 10 ქულით ჩამორჩება), მაგრამ ეს კლასიკოა და ამით ყველაფერია ნათქვამი.
"მარკა" ვარაუდობს, რომ ზინედინ ზიდანი სენსაციურ სასტარტო შემადგენლობას გაიყვანს "კამპ ნოუზე", ისეთს, რომელსაც ერთად არასოდეს უთამაშია.
ეს ფრანგი სპეციალისტის პირველი კლასიკოა და ის ექსპერიმენტს აპირებს. ყველას გვახსოვს ამ გუნდების წინა დაპირისპირება ლა ლიგაში - ნოემბერში "ბარსამ" სირცხვილი აგემა "რეალს" მისსავე მოედანზე. ლუის ენრიკეს გუნდმა 4:0 გაიმარჯვა, ლუის სუარესის
ზიდანი 4-3-3-ით თამაშს აპირებს, კარში კეილორ ნავასით. დაცვის ოთხეული ასეთი იქნება - დანილო და მარსელო ფლანგებზე, ცენტრში სერხიო რამოსი და პეპე. ნახევარდაცვაში ითამაშებენ ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი და კაზემირო. წინა სამეული, ბუნებრივია, გარეთ ბეილის, კრიშტიანო რონალდოსა და ქარიმ ბენზემას შემადგენლობით იქნება. აი, ასეთი "რეალი" ჯერ არასოდეს გასულა მოედანზე.
სხვათა შორის, ამ სამეულს ერთად "ბარსას" წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია და ჯერ ერთხელაც არ მოუგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"