მარკ-ანდრე ტერ შტეგენს "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" ეპატიჟებიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" მზად არიან, "ბარსელონას" 23 წლის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ორჯერ დიდი ჯამაგირი შესთავაზონ, ვიდრე ის კატალონიელთა რიგებში იღებს.

გარდა ამისა, მსურველს გამოსასყიდი თანხის, 63 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევს, რადგან ნაკლებსავარაუდოა, კატალონიელებმა გერმანელი გოლკიპერის "იაფად" გაშვება ისურვონ.

აი, თავად ტერ შტეგენი კი წასვლაზე, სავარაუდოდ, უკვე სერიოზულად ფიქრობს, რადგან "კამპ ნოუზე" ტიტულებს კი იგებს, მაგრამ უშუალოდ თამაშისა და მისი ზრდის კუთხით საქმე იდეალურად ნამდვილად არ მიდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული