ლა ლიგა. XXXI ტურის წინ: ზიდანის პირველი კლასიკო

AutoSharing Option
ლა ლიგის ფაქტები XXXI ტურის წი
* "სევილიამ" ბოლო 13 საშინაო მატჩი მოიგო.
* ბოლო მატჩებში "ბარსელონას" საშუალოდ 2,5 გოლი გააქვს საშინაო შეხვედრებში.
* მეტოქე მცველების ინდივიდუალური შეცდომები ყველაზე მეტად ამ სეზონში ბილბაოს "ატლეტიკმა" გამოიყენა - 9 გოლი გაიტანა.
* "რეალმა" ბოლო 15 მატჩიდან 12-ში მაინც შეძლო თამაშში 2 და მეტი გოლის გატანა.

სერიები
მოგებები: რეალი - 4
წაუგებელი: ბარსელონა - 23
მოუგებელი: ხეტაფე - 11
წაგებები: ვალენსია - 3
მშრალი სერია: მალაგა, სელტა -
2
უგოლო სერია: სოსიედადი, ვალენსია - 2

"ვალენსია" კანარის კუნძულებზე ახალი მწვრთნელით ჩადის, მადრიდში მცირე დერბია, ვიგოში მხოლოდ მომავალ გალისიურ დერბიზე ლაპარაკობენ, მაგრამ მთელი მსოფლიო მაინც ერთ გამორჩეულ თამაშს ელის - შაბათს ხომ ელ კლასიკოა!

10-ქულიანი სხვაობა
"ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა პირველ და მესამეადგილოსანი გუნდების მატჩია, რომელთა შორის სხვაობა 10 ქულაა, მაგრამ "ელ კლასიკო" არასოდეს იყო დამოკიდებული სატურნირო მდგომარეობაზე და მით უფრო, ახლა, როცა "ბარსელონა" იოჰან კრუიფის გარდაცვალებიდან პირველად თამაშობს, როდესაც ზინედინ ზიდანისთვის პირველი სამწვრთნელო კლასიკოა და, როდესაც ლეო მესის კარიერაში 500 გოლამდე ერთი აკლია...

"მფრინავი ჰოლანდიელი" ერთადერთი იყო, რომელმაც შეძლო "რეალის" 5:0 დამარცხება, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმაც (შემდეგ ეს პეპ გვარდიოლამაც გაიმეორა). შაბათს "კამპ ნოუ" მე-14 წუთზე პატივს მიაგებს კრუიფის ხსოვნას.

ისტორია, რომელიც 1902 წელს დაიწყო, ახლა მსოფლიო ფეხბურთის საკლუბო დაპირისპირებში ყველაზე თვალწარმტაცი დუელია. მადრიდში, "კოპა კორონასიონზე" "რეალი" "ბარსელონასთან" 1:3 დამარცხდა.

"ბარსელონას" და "რეალის" ბანაკებში
სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბები იარებს ითვლიან, როგორც წესი, სანაკრებო მატჩებიდან 2-3 ფეხბურთელი მაინც ჩადის ტრავმირებული. ამ შემთხვევაში, გაუმართლა "რეალს" და არ გაუმართლა "ბარსელონას".

ჟერემი მატიომ საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებების მატჩში ტრავმა მიიღო. მან წუხელ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და არათუ ამ სეზონში, სავარაუდოდ, ევრო 2016-საც დააკლდა. მატიო ყველაზე დიდი დანაკლისია "ბარსელონაში". აი, ზიდანს კი ყველა ფეხბურთელი ჯანზე ჰყავს და ფრანგს თავის სადებიუტო კლასიკოზე არჩევანი შეუზღუდავი აქვს.

სავარაუდო შემადგენლობა
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდო

ვინ რა თქვა
"ჩვენ უნდა გავიდეთ მინდორზე და შევუტიოთ. ამით "ბარსას" ნაკლოვანებები გამოჩნდება, რომლებიც შემდგომში უნდა გამოვიყენოთ", - აი, ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზეა გარეთ ბეილი.

"მარკამ" ერთი ლოგიკური ჯაჭვი აღმოაჩინა - თუ ანდრეს ინიესტა გოლს გაიტანს, "ბარსა" მოიგებს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე სულ ასე იყო. ინიესტა "რეალს" 32-ჯერ შეხვდა. ერთი ეგაა, ანდრესს იშვიათად გააქვს ხოლმე.

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თამაშისას 50-ე გოლი გაიტანა. ახლა მის ანგარიშზე პროფესიულ კარიერაში 499 გოლია და მას უნიკალური შანსი აქვს, მე-500 საიუბილეო გოლი მთავარი მტრის კარში გაიტანოს:

"ძალიან მაგარი იქნება, თუკი მეხუთასე გოლს "რეალის" კარში გავიტან, მაგრამ კიდევ უფრო მაგარი იქნება, თუ ჩვენ მოვიგებთ", - განუცხადა ლეომ "ელ მუნდო დეპორტივოს".

პირველ წრეში
ლუის ენრიკეს "ბარსამ" რაფა ბენიტესის "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 4:0 შეარცხვინა. მაშინვე გაირკვა, რომ რაფას დიდი დღე აღარ ეწერა "სამეფო კლუბში". მაშინ ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი გაიტანეს ნეიმარმა და ინიესტამ.

ლა ლიგა. XXXI ტური
პარასკევი. 1-ლი აპრილი
ვალეკანო-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 გერა (15), 2:0 ფედორი (71)
გაძევება: იოელი (15, ვალეკანო).

შაბათი. 2 აპრილი
ატლეტიკო-ბეტისი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნიგესი (?), გოდინი, ტიაგო, ტორესი (?), ფერეირა-კარასკო (?), ხიმენესი, ერნანდესი (?) - დიგარი (?), ვარგასი, პიჩინი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 95 თამაში: +47=21-27, (161-108)

ლას პალმასი-ვალენსია 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ერნანი (?), ვაკასო (?), კასტელიანო - გაია, ბაკალი, ჩერიშევი, კანსელო (?), მინა (?), პერესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +20=13-28, (71-110)

ბარსელონა-რეალი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადრიანო, რამირესი, მატიო, ალბა (?) - რამოსი (?), მაიორალი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 171 თამაში: +68=32-71, (272-278)

სელტა-დეპორტივო 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიასი, პაბლო, ასპასი (?), ფონტასი - ფაბრისიო, სიდნეი (?), სუარესი, პაბლო
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 65 თამაში: +23=17-25, (84-95)

კვირა. 3 აპრილი
ბილბაო-გრანადა 14:00
დისკვალიფიკაცია: - საქსესი
ტრავმა: მერინო (?), ლეკუე (?), ლაპორტი - დუკურე (?), ლოპეში (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +22=10-11, (65-41)

მალაგა-ესპანიოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კამენი - კაისედო (?), არბილია
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +13=4-12, (41-38)

ეიბარი-ვილიარეალი 20:15
დისკვალიფიკაცია: რამისი, გონსალესი - მარიო
ტრავმა: ლუნა (?), ლილიო (?), ხიმენესი, ეკიზა - კოსტა (?), სანტოსი, მუსაჩიო (?), სამუ (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=2-1, (2-3)

სევილია-სოსიედადი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფიგეირაში (?), კონოპლიანკა (?), ნ'ზონზი (?), ანდრეოლი, კრონ-დელი (?) - ველა (?), აგირეჩე, კანალესი, პარდო (?), კაპილია, ნავასი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 113 თამაში: +39=28-46, (146-152)

4 აპრილი
ლევანტე-სპორტინგი 22:30
დისკვალიფიკაცია: სიმაო - მერე
ტრავმა: ტონიო, ლოპესი - მენენდესი, ესპინოსა, ნდი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=2-1, (10-4)

ბომბარდირები:
28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ნეიმარი (ბარსელონა); 20 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - არიც ადურისი (ბილბაო), ბორხა ბასტონი (ეიბარი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული