ლა ლიგა. XXXI ტური: "ბარსელონას" შეწყვეტილი სერია [VIDEO]

AutoSharing Option
2 აპრილს ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა, ჟერარდ პიკემ ივან რაკიტიჩის მოწედებულ კუთხურს თავური შეახვედრა - 1:0. "რეალმა" 62-ე წუთზე გაათანაბრა - თავი მაკრატელა დარტყმით ქარიმ ბენზემამ გამოიჩინა - 1:1.

83-ე წუთზე "რეალი" 10 კაცის ამარა დარჩა, რადგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სერხიო რამოსმა. 85-ე წუთზე ათ-კაციანმა "რეალმა" გოლი გაიტანა, ბეილის ჩაწოდების შემდეგ რონალდომ დანი ალვეში მოატყუა და გაიტანა - 1:2.

ლუის ენრიკეს
გუნდმა 39-მატჩაინი წაუგებელი სერია დაასრულა, "რეალი" "ბარსას" ახლა 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო "ატლეტიკო" - 6-ით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ასეთი რამ ნებისმიერ მატჩში შეიძლება მოხდეს, მეორე ტაიმში "რეალი" პრაქტიკულად ცენტრს ვერ ცდებოდა, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ მეტოქის დაცვას. ვფიქრობ, გუნდზე ძალზე იმოქმედა პირველმა გაშვებულმა ბურთმა. რას იზამ, ყველა სერია სრულდება და ვერასდროს შეუკვეთავ, როდის შეიძლება ეს მოხდეს.

ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ, თამაშითაც. ერთადერთი, შედეგია მიუღებელი. ვფიქრობ, მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ სამართლიანი ფრე იქნებოდა. "რეალს" ყოველთვის ჰყავდა დიდოსტატი ფეხბურთელები. იმედია, ეს მარცხი განსაკუთრებული შემთხვევაა და ჩვევაში არ გადაგვივა".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ყველაფრით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით კი შედეგით. ვამაყობ ჩემი ბიჭების თამაშით. მატჩის შინაარსიც მომეწონა. უნდა გავაგრძელოთ მოგებები, "ბარსას" შვიდი ქულით ჩამოვრჩებით, თუმცა ცოტა ხანი ჩემპიონატზე არ ვიფიქრებთ, წინ ჩემპიონთა ლიგაა. მწვრთნელისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, როცა ხედავ, რომ გუნდი ერთიანია და ბოლომდე იბრძვის".

"ატლეტიკომ" 5:1 გაანადგურა "ბეტისი" და "ბარსასთან" ჩამორჩენა შეამცირა. დუბლი შეასრულა ანტუან გრიზმანმა, თითო გოლი ფერნანდო ტორესმა, ხუანფრანმა და თომას პარტიმ გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატლეტიკო-ბეტისი 5:1
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (36), 2:0 გრიზმანი (41), 3:0 ხუანფრანი (64), 3:1 რ. კასტრო (78), 4:1 გრიზმანი (81), 5:1 თომასი (91)

ლას პალმასი-ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 როდრიგო (3), 1:1 ვიერა (50-პენ), 2:1 მუსტაფი (63 ს. კ.)

ბარსელონა-რეალი 1:2
გოლები: 1:0 პიკე (55), 1:1 ბენზემა (62), 1:2 რონალდო (85)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (74. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი (90. ლ. ვასკესი), ბენზემა (78. ხესე), რონალდო
გაძევება: რამოსი (83)

სელტა-დეპორტივო 1:1
გოლები: 0:1 ბორხესი (21), 1:1 ნოლიტო (30)
გაძევება: არიბასი (68. დეპორტივო)

პარასკევი. 1 აპრილი
ვალეკანო-ხეტაფე 2:0

კვირა. 3 აპრილი
ბილბაო-გრანადა 14:00
მალაგა-ესპანიოლი 18:00
ეიბარი-ვილიარეალი 20:15
სევილია-სოსიედადი 22:30

ორშაბათი. 4 აპრილი
ლევანტე-სპორტინგი 22:30

1. ბარსელონა - 76 ქულა; 2. ატლეტიკო - 70; 3. რეალი - 69; 4. ვილიარეალი - 54; 5. სელტა - 49.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო რეალს დაახია თავზე ბურთი ნაქებ ბარსას და დაამტკიცა 10 კაცა რეალმა რომ ბარსაზე ნაკლები არაა.თან ნაღდი გოლი გაუუქმეს.
kaxa
09:34 03-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული