ლუის ენრიკე: მეორე ტაიმში მეტოქის დაცვას ვერაფერი მოვუხერხეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მადრიდის "რეალთან" (1:2) ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ასეთი რამ ნებისმიერ მატჩში შეიძლება მოხდეს, მეორე ტაიმში "რეალი" პრაქტიკულად ცენტრს ვერ ცდებოდა, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ მეტოქის დაცვას. ვფიქრობ, გუნდზე ძალზე იმოქმედა პირველმა გაშვებულმა ბურთმა. რას იზამ, ყველა სერია სრულდება და ვერასდროს შეუკვეთავ, როდის შეიძლება ეს მოხდეს.

ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ, თამაშითაც. ერთადერთი, შედეგია მიუღებელი. ვფიქრობ, მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ სამართლიანი ფრე იქნებოდა. "რეალს" ყოველთვის ჰყავდა დიდოსტატი ფეხბურთელები. იმედია, ეს მ
არცხი განსაკუთრებული შემთხვევაა და ჩვევაში არ გადაგვივა", - განაცხადა ენრიკემ.

- ბარსელონა-რეალი 1:2 - რონალდომ "ბარსას" 39-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული