"ყველაფრით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით კი შედეგით. ვამაყობ ჩემი ბიჭების თამაშით. მატჩის შინაარსიც მომეწონა. უნდა გავაგრძელოთ მოგებები, "ბარსას" შვიდი ქულით ჩამოვრჩებით, თუმცა ცოტა ხანი ჩემპიონატზე არ ვიფიქრებთ, წინ ჩემპიონთა ლიგაა. მწვრთნელისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, როცა ხედავ, რომ გუნდი ერთიანია და ბოლომდე იბრძვის", - განაცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ ზიდანისთვის ეს პირველი "ელ კლასიკო" იყო.
- ბარსელონა-რეალი 1:2 - რონალდომ "ბარსას" 39-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა [VIDEO]