გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკის" უხვგოლიანი ფრე "კორდობასთან"

AutoSharing Option
გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკი" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 32-ე ტურის მატჩში "კორდობას" უმასპინძლა.

შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა და ფრედ ანგარიშით 4:4 დასრულდა.

აბურჯანიას გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში და საბოლოდ ქულის მოპოვება მაინც შეძლო.

აბურჯანიამ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში და 65-ე წუთზე კი ხუან მუნისმა შეცვალა. 37-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ამ ფრის შემდეგ ჩვენებურის გუნდი სატურნირო ცხრილში 52 ქულით კვლავ მესამე ადგილზე რჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული