* მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" 39-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. ერთიც და "ბარსა" "ნოტინგემ ფორესტის" მიღწევას გაუტოლდებოდა. ტოპ-5 ლიგაში კი რეკორდი "იუვენტუსს" ეკუთვნის - 43.
* "რეალის" შემადგენლობაში ყველაზე მეტი პასი ტონი კროოსმა გააკეთა (41). მასზე კარგი შედეგი ჰქონდა "ბარსას" ყველა მინდვრის მოთამაშეს, სუარესის გარდა.
* კლასიკოებში კრიშტიანო რონალდოს "კამპ ნოუზე" უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე "სანტიაგო ბერნაბეუზე".
* "სევილიამ" ზედიზედ 13 მატჩის მოგების შემდეგ შინ წააგო.
შეწყვეტილი სიმღერა
"სად იყო MSN?" - ეს ელ კლასიკოსადმი მიძღვნილი "გლობოს" სათაურია. ბუნებრივია, "ბარსას" სამი შემტევი იგულისხმება - მესი, სუარესი და ნეიმარი. მართლაც, ტრიოს ასე ცუდად ამ სეზონში არ უთამაშია, ნეიმარი სულაც "ჩაყლაპა" დანი კარვახალმა (რისთვისაც "მარკამ" 8,5 ბალით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა). კრიშტიანო რონალდომ "კამპ ნოუ" დაადუმა - ასე გამოეხმაურა მატჩს იტალიური "გაძეტა დელო სპორტი". პორტუგალიელმა 10 კაცით მოთამაშე "რეალს" "ბარსასთან" 2:1 გაამარჯვებინა. მსაჯობა, როგორც ესპანეთში ხდება ხოლმე, უნაკლო არ ყოფილა, მაგრამ არბიტრი უხეშად თითოჯერ შეცდა ორივე გუნდის საზიანოდ.
ვერც კლასიკო გამოდგა ისეთი, როგორსაც ველოდით, მაგრამ ამაში მთავარი დამნაშავე "ბარსელონაა". პორტუგალიელის გოლამდე კი თავი ჯერ ჟერარდ პიკემ, შემდეგ კი ქარიმ ბენზემამ გამოიჩინეს.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ასეთი რამ ნებისმიერ მატჩში შეიძლება მოხდეს. მეორე ტაიმში "რეალი", პრაქტიკულად, ცენტრს ვერ სცდებოდა, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ მეტოქის დაცვას. ვფიქრობ, გუნდზე ძალზე იმოქმედა პირველმა გაშვებულმა ბურთმა. რას იზამ, ყველა სერია სრულდება და ვერასდროს შეუკვეთავ, როდის შეიძლება ეს მოხდეს.
ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ, თამაშითაც. ერთადერთი, შედეგია მიუღებელი. ვფიქრობ, მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ სამართლიანი ფრე იქნებოდა. "რეალს" ყოველთვის ჰყავდა დიდოსტატი ფეხბურთელები. იმედია, ეს მარცხი განსაკუთრებული შემთხვევაა და ჩვევაში არ გადაგვივა".
ზინედინ ზიდანი (რეალი): "ყველაფრით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით კი, შედეგით. ვამაყობ ჩემი ბიჭების თამაშით. მატჩის შინაარსიც მომეწონა. უნდა გავაგრძელოთ მოგებები. "ბარსას" შვიდი ქულით ჩამოვრჩებით, თუმცა ცოტა ხანი ჩემპიონატზე არ ვიფიქრებთ, წინ ჩემპიონთა ლიგაა. მწვრთნელისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, როცა ხედავ, რომ გუნდი ერთიანია და ბოლომდე იბრძვის".
"ელვების" ელვარება
მცირე მადრიდულ დერბიში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა ელიტაში დარჩენისთვის, "რაიომ" 2:0 იმარჯვა და მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. გოლს პლუს პასით გამოირჩა "ელვების" ვენესუელელი ფორვარდი მიკუ. აი, დერბის მსაჯობა კი საშინელი იყო - მსაჯს მე-12 წუთზე უნდა ჩაეთვალა ხავი გერას გოლი, მაგრამ ასისტენტთან კონსულტაციის შემდეგ გააუქმა. არადა, გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ფორვარდს ბურთი ხეტაფეს მცველისგან მიუვიდა. სამ წუთში სამართალმა პური "უსამართლოდ" ჭამა - საქმე ისაა, რომ სანამ გერა გაიტანდა, ბურთი მიკუს აშკარად ხელზე მოხვდა და გოლი გასაუქმებელი იყო, მაგრამ ჩაითვალა.
ამ ეპიზოდის შემდეგ "რაიოს" სათადარიგო გოლკიპერის, იოელის გაძევებაც ვიხილეთ, რომელმაც მსაჯობის მიმართ ირონიული გამონათქვამები არ დაიშურა. "ხეტაფეს" რიგებში შედგა ერითრეელი ჰენოკ გოიტომის დებიუტი, რომელსაც ადრე შვედეთის ნაკრებში უთამაშია. "მარკამ" საუკეთესო ფეხბურთელად მასპინძელი რობერტო ტრაშორასი დაასახელა (7 ბალი).
გრიზმან-ტორესის შოუ
ანტუან გრიზმანმა აიკლო სევილიელთა დაცვა. "ელ ნინიომ" ძველი დრო გაიხსენა, დიდებულად ჩაერთო თამაშში ანხელ კორეა და შედეგად დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. "ბარსასთან" საჩემპიონთალიგო დაპირისპირების წინ მადრიდულმა კლუბმა მშვენივრად გაივარჯიშა "ბეტისის" 5:1 დამარცხებით. გრიზმანი 9-ჯერ (!) დაემუქრა სტუმართა კარს და ადანს, რომელსაც ერთი უხეში შეცდომა მოუვიდა, ორი გოლი გაუტანა. ფრანგმა ბოლოს თომასსაც გაატანინა. "მარკამ" 8-8 ბალით ის და ფერნანდო ტორესი გამოარჩია. არგენტინელი კორეას ანგარიშზე კი ორი საგოლე პასია.
"ვალენსია" გავარდება?
"ვალენსიას" დებიუტანტი მწვრთნელი პაკო აიესტარანი ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერც ინატრებდა, რაც როდრიგოს "ლას პალმასის" ვეტერანმა მეკარე ხავი ვარასმა გაუკეთა მე-2 და მე-3 წუთების ზღვარზე, მაგრამ ამის გარდა "ღამურებს" არაფერი გაუკეთებიათ და დამსახურებულადაც წააგეს - 1:2. ჯერ ექსვალენსიელმა ხონათან ვიერამ პენალტით გაათანაბრა, მერე კი სტუმრებმა კურიოზულზე კურიოზული გოლი გაუშვეს - სანტოსმა ბურთი თავისიან მუსტაფის გაარტყა და მსოფლიოს ჩემპიონმა "გადამწყვეტი გოლი" გაიტანა. "ვალენსიას" ისეთი გრაფიკი აქვს, რომ შესაძლოა, ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდეს. ვიერამ და დიეგო ალვეშმა 8-8 ბალი დაიმსახურეს.
გალისიური დერბი
გალისიური დერბი ყოველთვის გამორჩეული სანახაობაა, მაგრამ ამჯერად ბუნებამ თამაშს ყველანაირად შეუშალა ხელი, ტაიმის მიწურულს ისე წვიმდა, ერთი ხანობა, მისი შეწყვეტაც კი განიხილებოდა. საბოლოოდ, "სელტა" "დეპორტივოს" დაუზავდა - ბორხესის გოლს გოლით ნოლიტომ უპასუხა. ვიგოელთათვის ეს ფრე აშკარა დანაკარგია, მით უფრო, რომ გუნდი ბოლოს რიცხობრივ უპირატესობაში იყო. "დეპორტივომ" კი მე-16 ფრე ითამაშა სეზონში. "მარკამ" ნოლიტო და დეპორტივოელი მოსკერა გამოარჩია (6,5).
კვირის მატჩები
"ბილბაომ" ვერ მოუგო აუტსაიდერ "გრანადას", ხოლო ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა არიც ადურისმა პირველი ტაიმის მიწურულს პენალტი ვერ გაიტანა. 1:1 დასრულდა მატჩი "მალაგასა" და "ესპანიოლს" შორისაც. "ვილიარეალს" ბასკეთში ვეტერანი რობერტო სოლდადოს გოლმა მოაგებინა "ეიბართან" მატჩში - 2:1. XXXI ტური
1-ლი აპრილი
ვალეკანო-ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 გერა (15), 2:0 მიკუ (71)
რაიო ვალეკანო (3-4-1-2): ხუან კარლოსი - ქუინი, კრესპო, ტიტო - პ. ერნანდესი, დ. ლორენტე, ბაენა (87. ამაია), ბებე (80. მონტიელი) - ტრაშორასი - გერა (70. მანუჩო), მიკუ
ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა - ვიგარაი, ვერხინი, კალა, ლაგო - ხ. როდრიგესი - სარაბია, მედრანი, ლასენი (56. გოიტომი), ვ. როდრიგესი (67. ვანდერსონი) - ა. ვასკესი (76. ე. ბუენდია)
გაფრთხილება: ბაენა, გერა, ტიტო, მანუჩო - ხ. როდრიგესი, ვიგარაი, სარაბია, კალა, ვერხინი
გაძევება: იოელი (ვალეკანო) (15. მოედანზე არ იყო)
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16-14 (7-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 12 715
2 აპრილი
ატლეტიკო-ბეტისი 5:1
გოლები: 1:0 ფ. ტორესი (36), 2:0 გრიზმანი (41), 3:0 ხუანფრანი (64), 3:1 რ. კასტრო (78), 4:1 გრიზმანი (81), 5:1 თომასი (91)
ატლეტიკო (4-3-1-2): ობლაკი - ხუანფრანი, ნაჩო მონსალვე, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - გაბი, ა. ფერნანდესი (78. კრანევიტერი), ს. ნიგესი (69. თომასი) - კოკე - გრიზმანი, ფ. ტორესი (63. ა. კორეა)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მოლინერო, პეცელა, ვესტერმანი, მონტოია - ნ'დიაი, სებალიოსი - მუსონდა (71. ხ. ტორესი), ფ. რუისი (46. კადირი), სეხუდო (59. დამიაო) - რ. კარლოსი
გაფრთხილება: ტორესი, კოკე - პეცელა, კადირი, ტორესი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 19-8 (12-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 50 121
ლას პალმასი-ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 როდრიგო (3), 1:1 ვიერა (50-პენ), 2:1 მუსტაფი (63 ს. კ.)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - დ. გარსია, ლემოსი, აიტამი, დ. კასტელიანო - როკე - ელ ჟარი (70. ვისენტე), ტანა, ვიერა (75. არაუხო), მომო (83. მონტორო) - ვილიან ჟოზე
ვალენსია (4-4-2): დ. ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, სანტოსი, სიკეირა - პარეხო, დანილო (62. ფეგული), ფუეგო, პიატი (68. ანდრე გომეში) - როდრიგო, პ. ალკასერი (81. ნეგრედო)
გაფრთხილება: ვილიან ჟოზე, როკე - ბარაგანი, პიატი, ფუეგო, მუსტაფი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 13-7 (6-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 27 041
ბარსელონა-რეალი 1:2
გოლები: 1:0 პიკე (56), 1:1 ბენზემა (62), 1:2 რონალდო (85)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (74. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბეილი (90. ლ. პერესი), ბენზემა (77. ხესე), რონალდო
გაფრთხილება: სუარესი, მასკერანო, რაკიტიჩი - რამოსი, კარვახალი, რონალდო
გაძევება: რამოსი (83)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-14 (3-6); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 99 264
სელტა-დეპორტივო 1:1
გოლები: 0:1 ბორხესი (21), 1:1 ნოლიტო (30)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, გომეს სოლა, ხონი - რადოია, ვასი (88. პ. ერნანდესი) - ბონგონდა (73. გუიდეტი), ორელიანა, ნოლიტო - ასპასი დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი (38. მანუ) - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი (80. ლოპო), ფ. ნავარო - ბორხესი, მოსკერა - ფედე კარტაბია (70. ლუიზინიო), ლუის ალბერტო, ფახრი - ლ. პერესი
გაფრთხილება: ხონი, ვასი, კაბრალი, მალიო - არიბასი, ლუიზინიო, მანუ
გაძევება: არიბასი (68)
კუთხური: 11-0; ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 9-7 (2-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 21 253
3 აპრილი
ბილბაო-გრანადა 1:1
გოლები: 1:0 ლეკუე (27), 1:1 პენიარანდა (77)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ეჩეიტა, გურპეგი (79. ვილიამსი), ბალენსიაგა - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა (71. მ. რიკო), რაულ გარსია, საბინი (5. ლეკუე) - ადურისი
გრანადა (4-4-2): ა. ფერნანდესი - ფულკიე, ლომბანი, ბაბენი, ბირაგი - მარკესი (56. იბანიესი), დუკურე, რ. პერესი (68. ფ. რიკო), კუენკა - პენიარანდა (85. ბარალი), ელ-არაბი
შენიშვნა: ადურისმა ვერ გაიტანა პენალტი (45)
გაფრთხილება: ადურისი, გურპეგი - ფულკიე, პერესი, ლომბანი, პენიარანდა, რიკო
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 8-9 (1-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 497
მალაგა-ესპანიოლი 1:1
გოლები: 0:1 დიოპი (11), 1:1 ჩოპი (45-პენ)
მალაგა (4-4-2): ოჩოა - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი (46. რიკა) - ხუანპი (68. ატსუ), რესიო, ნაჩო კამაჩო, გ. კასტრო - ჩოპი (82. ფორნალსი), შარლესი
ესპანიოლი (4-1-4-1): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, რ. დუარტე - ო. დუარტე - ასენსიო (68. ე. პერესი), ვ. სანჩესი, დიოპი, აბრაამი (89. სილა) - მორენო (58. კაისედო)
გაფრთხილება: შარლესი, კამაჩო - რ. დუარტე, ხ. ლოპესი, ო. დუარტე, პერესი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 11-5 (5-1); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 24 234
ეიბარი-ვილიარეალი 1:2
გოლები: 1:0 კაპა (22), 1:1 ა. ლოპესი (35), 1:2 სოლდადო (50)
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, პანტიჩი, ჟუნკა (74. ლუნა) - დ. გარსია, ესკალანტე - კეკო (89. ს. ბერხონი), ხოტა, ინუი (63. ენრიჩი) - ბასტონი
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - რუკავინა, ბაილი, რუისი, მარინი - დ. სუარესი, პინა, ბრუნო სორიანო, კასტილიეხო (69. ტრიგეროსი) - სოლდადო (82. ლეო ბაპტიშტაო), ა. ლოპესი (66. ბაკამბუ)
გაფრთხილება: ჟუნკა, კაპა, დოს სანტოსი - რუკავინა, ბაკამბუ, პინა
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10-8 (3-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 5 202
სევილია-სოსიედადი 1:2
გოლები: 0:1 ბერგარა (2), 0:2 კრიხოვიაკი (34 ს. კ.), 1:2 გამეირო (51-პენ)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - კრისტოფორო (46. იბორა), კრიხოვიაკი (66. ნ'ზონზი) - ხ. რეიესი (72. კონოპლიანკა), ბანეგა, ვიტოლო - გამეირო
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - კ. მარტინესი (52. ა. ელუსტონდო), დ. რეიესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ბერგარა, ილიარამენდი - ველა (86. მ. გონსალესი), ოიარზაბალი, ზურუზუტა (59. გრანერო)
გაფრთხილება: ვიტოლო, რამი, მარიანო, რეიესი - ოიარზაბალი, ბერგარა, რული, ბერჩიჩე
გაძევება: ბერგარა (68)
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-9 (6-2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 32 127
4 აპრილი
ლევანტე-სპორტინგი 22:30
ბომბარდირები: 29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).
მომდევნო ტური
8 აპრილი:
გრანადა-მალაგა
9 აპრილი:
რეალი-ეიბარი, ესპანიოლი-ატლეტიკო, რეალ სოსიედადი-ბარსელონა, ბეტისი-ლევანტე
10 აპრილი:
სპორტინგი-სელტა, ვალენსია-სევილია, ვილიარეალი-ხეტაფე, ბილბაო-ვალეკანო
11 აპრილი:
დეპორტივო-ლას პალმასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"