სუარესის ყოფილი აგენტი: ლუისი არის მშიშარა, ფსიქოლოგიური პრობლემებით

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდის, ლუის სუარესის ყოფილმა აგენტმა დანიელ ფონსეკამ განაცხადა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურ აშლილობას განიცდის.

აქვე გეტყვით, რომ ადრე სუარესმა ფონსეკა დაადანაშაულა, რომ აგენტს მისი 200 ათასი ევრო მართებდა.

"სუარესი იტყუება. ის ბავშვია, ფსიქოლოგიური პრობლემებით და ყველამ იცის ამის შესახებ. ის დღემდე სტუმრობს ფსიქოლოგს, მაგრამ არ მგონია, ეს შედეგს იძლეოდეს. ის თითებზე ითვლის, რადგან მიმატება-გამოკლება არ იცის.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მას სიმართლე ვუთხარი. მაშინ სუარესი ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. ერთხელაც მისმა სამმა თანაგუნდელმა დამირეკა და მითხრეს, რომ სუარესთან ურთიერთობა
ძალიან უძნელდებოდათ. მისთვის უსიამოვნო რაღაცის თქმა მომიწია, მაგრამ ამის შესახებ არასოდეს ვილაპარაკებ. მან ეს ვერ მიიღო.

ის მშიშარაა. მან სიმართლე უნდა თქვას, იმის მაგივრად, რომ მისდამი 200 ათასი ევროს ვალში მადანაშაულებს, მაგრამ სიმამაცე არ ჰყოფნის", - თქვა ფონსეკამ.

მომზადებულია bleacherreport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუარესი რომ დალაგებული არაა არ ჭირდება მაგის დადგენას ფსიქოლოგი და ფსიქიატრი
კოტე
17:52 08-04-2016
0

სიახლეები პოპულარული