ლა ლიგა. XXXIII ტურის წინ: დანავსული მეხუთასის ამბავი

AutoSharing Option
XXXIII ტურის ფაქტებ
* მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოს "ბარსელონას" გოლების 82% აქვს გატანილი.

* ბეილი-ბენზემა-რონალდოს ტრიოს "რეალის" გოლების 75% აქვს გატანილი.

* რუბენ კასტროს "ბეტისის" გოლების 59% აქვს გატანილი.

სერიები
მოგებები: რეალი - 6
წაუგებელი: რეალი - 6
ფრეები: გრანადა - 4
მოუგებელი: ხეტაფე - 12
წაგებები: სევილია - 3

შინ
* "ატლეტიკოს" 13 ტურია, არ წაუგია; "ხეტაფეს" 5 ტურია, არ მოუგია; "ეიბარი" 3 ტურია, აგებს.

სტუმრად
* "რეალს" 7 ტურია, არ წაუგია; "დეპორტივოს" 9 ტურია, არ მოუგია.

ევროასპარეზიდან გამოძევებულ "ბარსელონას" ლა ლიგაშიც
იგივე მტერი ჰყავს - "ატლეტიკო", რომელიც კიდევ ერთ მადრიდულ კლუბთან, "რეალთან" ერთად კვალში უდგას კატალონიურ გრანდს, რომელმაც ჩემპიონთა თასი ვერ დაიცვა და ახლა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული აქვს დასაცავი.

წყალქვეშ სრული სიმშვიდეა
ლა ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე სატურნირო მდგომარეობას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე არხეინად საქმე მარსელინოს "ვილიარეალს" აქვს. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" მყარად არის მე-4 ადგილზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზური (ოღონდ, საკვალიფიკაციო პლეი ოფის) მოაქვს. "ვილიარეალი" მესამეადგილოსანს ვეღარ დაეწევა და ვერც მეხუთეადგილოსანი დაეწევა მას.

აქ ორივე შემთხვევაში უნდა გვეხმარა სიტყვათშეთანხმება - თუ სასწაული არ მოხდება - თუმცა ამ სასწაულის წარმოდგენა ძალიან ძნელია. მომდევნო ტურში ვალენსიური კლუბი დედაქალაქს სტუმრობს და დარჩენისთვის მებრძოლ "ელვებს" ეთამაშება.

ტესტი: "ღამურები" "კამპ ნოუზე"
ლიდერი და აშკარა კრიზისში მყოფი "ბარსელონა" "ვალენსიას" ეთამაშება, რომელიც ღრმა კრიზისიდან გამოდის. "ვალენსიას" ლამის გასავარდნად გაუხადა საქმე აზიელი მფლობელის, პიტერ ლიმის ხუშტურმა, როცა "ღამურების" თავკაცად საფეხბურთო ანალიტიკოსი გარი ნევილი დანიშნა და კარგა ხანს არ მოხდა, სანამ კინაღამ არ დაღუპა გუნდი ინგლისელმა ავანტიურისტმა.

შესაძლოა, ასეთ გამწარებულ "ბარსასთან" თამაში კიდევ უფრო რთულია, თუმცა გაგახსენებთ, რომ "ვალენსიამ" პირველ წრეში უმწვრთნელოდ (ნუნუ გაშვებული იყო, ნევილი ჯერ არ იყო მოსული) არ მოაგებინა "ბარსას" და "მესტალიაზე" ძალიან კარგადაც ეთამაშა. შეგახსენებთ, რომ დარჩენილ 6 ტურში "ბარსას" მხოლოდ ერთი წაფორხილების (იგულისხმება წაგება) უფლება აქვს. სხვა შემთხვევაში, ლუის ენრიკეს გუნდი მხოლოდ საკუთარ შედეგებზე აღარ იქნება დამოკიდებული.

ვერა და ვერ გაიტანა ლეო მესიმ კარიერაში მე-500 გოლი, 499-ზე გაჩერდა და ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი საგოლე შიმშილობა დაეწყო.

ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი მესის კუნთის საიდუმლო ტრავმაა, რის გამოც მან "ატლეტიკოს" კარში ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად. ეს ინფორმაცია "ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა კატეგორიულად უარყო.

მდევრები
"ბარსას" ორი მდევარი ჰყავს, ორი მადრიდული კლუბი. ორივე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ორივე რჩება საჩემპიონო დოღში. რომ არა "ბარსას" აპრილის კრიზისი, ეს ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ზინედინ ზიდანისა და დიეგო სიმეონეს გუნდებმა შანსი მიიღეს.

"რეალს" დედაქალაქის დერბი აქვს, ერთ დროს მეზობელ ქალაქს, ახლა კი დედაქალაქის გარეუბან ხეტაფეს სტუმრობს და გაჭირვებაში ჩავარდნილ "ხეტაფეს" ხვდება. "ატლეტიკო" შინ კიდევ ერთ გაჭირვებულს გამოცდის - ანდალუსიურ "გრანადას". "ბარსასგან" განსხვავებით, მადრიდელებს წაფორხილების უფლება აღარ აქვთ.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ "სევილიასა" და "დეპორტივოს" ტრადიციულ დაპირისპირებას და ბასკურ დერბის "ეიბარსა" და "რეალ სოსიედადს" შორის.

პარასკევი. 15 აპრილი
ლევანტე-ესპანიოლი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტონიო, ლოპესი - არბილია
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=7-7, (32-28)

შაბათი. 16 აპრილი
ხეტაფე-რეალი 18:00
დისკვალიფიკაცია: მედრანი - დანილო
ტრავმა: გოიტომი (?), კალა (?), ველასკესი -
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +5=2-16, (24-55)

ლას პალმასი-სპორტინგი 20:15
დისკვალიფიკაცია: - კასესი
ტრავმა: ვაკასო (?), კასტელიანო - ესპინოსა, კანელია, მენენდესი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +11=9-17, (48-59)

ეიბარი-სოსიედადი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხიმენესი, ეკიზა, რადოშევიჩი (?) - მარტინესი (?), კანალესი, აგირეჩე, ნავასი, ოლაზაბალი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=0-2, (2-3)

სელტა-ბეტისი 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიასი, ფონტასი - პიცინი, დიგარი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +19=10-20, (63-54)

კვირა. 17 აპრილი
მალაგა-ბილბაო 14:00
დისკვალიფიკაცია: როსალესი -
ტრავმა: კამენი (?), კარლოსი (?), ონტივეროსი (?) - ვილიამსი (?), მერინო, ლაპორტი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +10=10-9, (36-36)

სევილია-დეპორტივო 18:00
დისკვალიფიკაცია: - არიბასი
ტრავმა: ანდრეოლი, ტრემულინა - კარტაბია (?), ლუიზინიო (?), ფაბრისიო, ლუქსი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 77 თამაში: +27=18-32, (114-110)

ვალეკანო-ვილიარეალი 20:15
დისკვალიფიკაცია: როდრიგესი, ბაენა - რუკავინა, ბრუნო
ტრავმა: ხოსაბედი, ებერტი, კობენიო, ტონიო, კასტრო (?) - მუსაჩო, ბონერა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +2=2-9, (17-28)

ატლეტიკო-გრანადა 20:15
დისკვალიფიკაცია: ლუიში - საქსესი
ტრავმა: ხიმენესი (?), ტიაგო - ელ-არაბი (?), მაინსი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +25=9-9, (75-30)

ბარსელონა-ვალენსია 22:30
დისკვალიფიკაცია: თურანი -
ტრავმა: ვიდალი (?), მატიო, რაფინია (?), რამირესი, ვერმალენი - პიატი, ბაკალი, ალკასერი (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 161 თამაში: +79=41-41, (302-222)

ბომბარდირები: 30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - არიც ადურისი (ბილბაო), ბორხა ბასტონი (ეიბარი), რუბენ კასტრო (ბეტისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატივცემულო ავტორო ნევილს ავანტიურისტ რო უწოდებ ოდნავ მაინც არ გიტყდება ? შენ რა გაგიკეთებია ფეხბურთისათვის ისეთი რო ამას იძახი კაცზე რომელმაც ეპოქა შექმნა ფლანგის მცველობის
misha
15:38 15-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული