"ბარსელონა" ლა ლიგაში ზედიზედ მესამედ დამარცხდა

AutoSharing Option
17 აპრილს "ბარსელონა" ლა ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში შინ "ვალენსიასთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

26-ე წუთზე საკუთარ კარში გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა, ხოლო 45-ე წუთზე სანტი მინამ "ვალენსიას" უპირატესობა ორამდე გაზარდა. "ბარსელონამ" ერთი ბურთის გაქვითვა 63-ე წუთზე ლიონელ მესის გოლით შეძლო.

ამ მარცხის შემდეგ "ბარსელონამ" სატურნირო ცხრილში 76 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა იგივე ქულების რაოდენობა აქვს მადრიდის "ატლეტიკოს", რომელმაც "გრანადას" შინ ანგარიშით 3:0 სძლია. ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება მადრიდის "რეალი".

აღსანიშნავია, რომ ეს "ბარსელონას" ზედიზედ მესამე წაგებაა ლა ლიგაში. საერთო ჯამში
კატალონიელები უკვე მეოთხე მატჩია ვერ იგებენ ესპანეთის ჩემპიონატში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
gadavida barsa totalizatoris tamashze.awi darchenilil tamashebs moigebs da mainc chempionia.pexburti aris inglisis premierliga da gansakutrebit samxret amerikis ai sad sheizleba uyuros kacma namdvil pexburts
0
ტოტალიზატორზე რატომ გადავიდა? არა ღირსეულმა გუნდმა ვინ მოუგო? ამ მომენტისათვის თავდაჯერებულობას უნდა დაბრალდეს და ენრიკესაც, მაგ კაცუნას. კაცის არამსგავსი ეგა, ვინც მოუგო ყველა ღირსი იყო იმ მოგებისა. 1-2 კაცი მეცოდება და არ მემეტება ბარსასთვის, თორემ მაგ სეპარატისტებს მეტი მოუხდებათ, პოლიტიკური განცხადებების კეთებას, მესის ურჩევნია საქმეს მიხედოს და აფხაზეთი და სამაჩაბლო ვისია უმაგისოდაც გაირკვევა რა?
gela
17:21 18-04-2016
0

სიახლეები პოპულარული