ლა ლიგა. XXXIV ტურის წინ: ვიწყებთ თავიდან ან თითქმის, თავიდან...

AutoSharing Option
ტოპ-5 ლიგაში ლა ლიგა ერთადერთია, სადაც მართლაც სასწორზეა ჩემპიონის საკითხი.

საფრანგეთში დიდი ხანია, ჩემპიონი ცნობილია (პსჟ); იტალიასა (იუვენტუსი) და გერმანიაში (ბაიერნი) ეს მალე გაცხადდება; მცირე ინტრიგა კიდევ რჩება ინგლისში, სადაც "ლესტერს" "ტოტენჰემი" ხუთ ქულაში მიჰყვება, მაგრამ ეს ახლოსაც ვერ მოვა იმ სიტუაციასთან, რაც ესპანეთის სამ გრანდს შორისაა ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე.

საჩემპიონო სამეული
სიმართლე ითქვას, რომ არა "ბარსელონას" კრიზისი, არც ლა ლიგა დაიძაბებოდა, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდმა ზედიზედ ბოლო სამ ტურში წააგო და უპირატესობაც საპნის ბუშტივით გაქრა. "ბარსა" "ატლეტიკოს" ქულებით
ვეღარ უსწრებს, ხოლო "რეალს" მხოლოდ ერთი ქულა აშორებს ჩემპიონთან.

საჩემპიონო ბრძოლა თავიდან კი იწყება, მაგრამ კატალონიელებს ერთი უპირატესობა შერჩათ - მათი ბედი ისევ მათ ხელშია - თუკი "ბარსელონა" დარჩენილ ხუთ მატჩს მოიგებს, ჩემპიონი გახდება, რადგან "ატლეტიკოს" ურთიერთშეხვედრებში სჯობს.

იგივე იქნება, თუ "ატლეტიკო" ჩამორჩება და "რეალი" შეძლებს ქულებით გათანაბრებას. ასე რომ, ჩემპიონი კვლავ პირველ ფავორიტად რჩება.

ლუის ენრიკე: მიმიფურთხებია
სწორედ ეს ფავორიტი, რომელიც საშინელ ფორმაშია, ლა კორუნიას სტუმრობს. მართალია, "დეპორტივომ" უკვე თითქმის გაინაღდა დარჩენა, მაგრამ ის კატალონიური გრანდისთვის ისტორიულად პრინციპული მეტოქეა. წარსულს მრავალი დიდი მატჩი ახსოვს ამ გუნდებს შორის.

"ბარსას" სისუსტე ახლა ცუდი ფორმაა, ლუის ენრიკემ რაღაც უნდა შეცვალოს. მეორე მხრივ, კატალონიელებს აღარ აღელვებთ მეორე ფრონტი, რომელსაც უდიდესი ენერგია მიაქვს - ჩემპიონთა ლიგა. შეუძლიათ სრული კონცენტრაცია ლა ლიგის მატჩებისთვის მოახდინონ.

ლუის ენრიკე: "პირველ რიგში, "დეპორტივოს" უნდა მოვუგოთ და აღვიდგინოთ დაკარგული პრესტიჟი. სტუმრად მოგება ყოველთვის ძნელია და "დეპორთან" ბოლო მატჩიც ცუდად გვახსენდება. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "ვალენსიასთან", ამჯერად, სულ სხვა შედეგი იქნება. ჟურნალისტ მალოს კი ბოდიშს არ მოვუხდი. მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თუ თქვენ ჩემი სტილი არ მოგწონთ, რბილად რომ ვთქვა, მიმიფურთხებია ამისთვის".

სიმეონე: მკითხავი არ ვარ
დიეგო სიმეონეს გუნდი მეცხრე ცაზეა - დეკლარირებულ მიზანს სიმეონემ უკვე მიაღწია - ვინ წაართმევს "კოლჩონეროს" მესამე ადგილს? თუმცა, ყველამ ვიცით, რომ გუნდი გაცილებით მეტისთვის იბრძვის. ამ გზაზე კი თანალიდერს ძალიან რთული ბრძოლა ელის ევროსაგზურისთვის მებრძოლ, ევროპალიგიდან გამოვარდნილ დაჭრილ "ატლეტიკთან". თანაც, თამაში ბილბაოში, "სან მამესზეა".

დიეგო სიმეონე: "მკითხავი არ ვარ, ძნელია, იმის თქმა, რა იქნება მომავალში, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ "ატლეტიკოს" ბედი ჩვენს ხელშია. სამეული უკვე გავინაღდეთ, ახლა მიზანი უფრო მაღალ ადგილზე ჩემპიონატის დასრულებაა. "ბილბაოსთან" რა შემადგენლობით ვითამაშებთ, ხვალ გადავწყვეტ".

ზიდანი: "ბარსელონაზე" არ ვფიქრობ
ზინედინ ზიდანის გუნდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვილიარეალს" მასპინძლობს - სეზონის აღმოჩენას, რომელმაც თითქმის მოიპოვა მე-4 ადგილი და ამიტომაც ცოტა უმოტივაციოა. მაინც არა გვგონია, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" იოლად დათმოს რამე. ზიდანი კი ჯერ სათანადოდ გამოცდილი მწვრთნელი არაა, რომ სტუმრების ყველა "ტორპედო" წინასწარ ამოიცნოს - "რეალი" ფრთხილად უნდა იყოს. მით უფრო, რომ მცირე ტრავმის გამო გუნდს გარეთ ბეილი დააკლდება.

ზინედინ ზიდანი: "ამბობენ, რომ "რეალი" ყველა დარჩენილ მატჩს მოიგებს. მე კი გეტყვით, რომ ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია. მთელი ბრძოლა წინ გველის.

ჯერ ერთი, "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" თავად შეუძლიათ ქულის დაუკარგავად დასრულება. ასე რომ, მოდუნების მიზეზი არ გვაქვს. "ბარსელონაში" კრიზისია? ვერ გეტყვით, რადგან მე ამ გუნდზე არ ვფიქრობ. ჩვენი მეტოქე "ვილიარეალი" ძალიან კარგი გუნდია. მასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ის დაცვაშიც კარგია და ისეთი შემქმნელი ფეხბურთელებიც ჰყავს, როგორიც დენის სუარესია".

19 აპრილი
ესპანიოლი-სელტა 1:1
გოლები: 0:1 ასპასი (28), 1:1 ასენსიო (39)
ესპანიოლი (4-3-3): პაუ ლოპესი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, ო. დუარტე (71. როკო), რ. დუარტე - ვ. სანჩესი, დიოპი, აბრაამი (65. კაისედო) - ე. პერესი, მორენო (80. ბურგუი), ასენსიო
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - ხონი, კაბრალი, ს. გომესი, პლანასი - რადოია, მ. დიასი - ორელიანა (90. ბონგონდა), პ. ერნანდესი, ნოლიტო - ასპასი (70. გუიდეტი)
გაფრთხილება: სანჩესი - ერნანდესი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 8-3 (3-1); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 14 227

ბეტისი-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 ვან ვოლფსვინკელი (83)
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მოლინერო (57. სეხუდო), პეცელა, ბრუნო, ვარელა (66. ვან ვოლფსვინკელი) - პეტროში, ნ'დიაი - კადირი (53. მუსონდა), ხოაკინი, სებალიოსი - რ. კასტრო
ლას პალმასი (4-3-3): ლისოაინი - დ. გარსია, აიტამი, ბიგასი, გარიდო - ტანა (46. დ. სიმონი), ვისენტე, მონტორო - ნილი (70. ელ ჟარი), ვილიან ჟოზე, მომო (81. ერნანი)
გაფრთხილება: სეხუდო, ვან ვოლფსვინკელი - აიტამი, ვილიან ჟოზე
გაძევება: აიტამი (41)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 22-3 (8-0); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 30 634

ოთხშაბათი. 20 აპრილი
დეპორტივო-ბარსელონა 22:00
დისკვალიფიკაცია: ლოპო, არიბასი - პიკე
ტრავმა: ლუქსი, ალბერტო (?), რიერა (?), ფაბრისიო - რაფინია (?), სამპერი, მატიო, ვერმალენი, რამირესი, თურანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +20=18-49, (101-194)

ვალენსია-ეიბარი 22:45
დისკვალიფიკაცია: ბარაგანი -
ტრავმა: ჩერიშევი (?), ბაკალი, პიატი - ეკიზა, ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=1-0, (5-2)

სპორტინგი-სევილია 22:45
დისკვალიფიკაცია: მასკარელი -
ტრავმა: კანელია, მენენდესი, ესპინოსა, ლორა (?), ბარერა (?), ვრანიეში (?) - ტრემულინა, გამეირო (?), ანდრეოლი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 73 თამაში: +27=11-35, (89-115)

ბილბაო-ატლეტიკო 22:45
დისკვალიფიკაცია: - გაბი
ტრავმა: მერინო, ლაპორტი, ადურისი - ტიაგო, ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 157 თამაში: +60=28-69, (240-249)

მალაგა-ვალეკანო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარლოსი, კამენი - კობენიო, ტონიო, პიტი, ებერტი, კრესპო (?), კასტრო (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +7=2-8, (29-28)

რეალი-ვილიარეალი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარვახალი (?), ბეილი - მუსაჩო, სამუ, პინა (?), კოსტა (?)
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +19=9-3, (66-28)

ხუთშაბათი. 21 აპრილი
სოსიედადი-ხეტაფე 22:30
დისკვალიფიკაცია: რული, ოლაზაბალი - ლეონი, სუარესი
ტრავმა: აგირეჩე, მარტინესი, კანალესი - პერეირა, კალა, ველასკესი (?), გოიტომი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=7-6, (19-16)

გრანადა-ლევანტე 23:00
დისკვალიფიკაცია: - ხუანფრანი
ტრავმა: ფერნანდესი (?), ელ-არაბი (?), ლოპეში (?), როჩინა (?), მარკესი (?) - ფულკიე - ტონიო, ლოპესი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=1-5, (9-14)

ბომბარდირები: 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 21 - ნეიმარი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

დარჩენილი ტურები
ტური ბარსელონა ატლეტიკო რეალი
XXXIV დეპორტივო (ს) ბილბაო (ს) ვილიარეალი (შ)
XXXV სპორტინგი ხ (შ) მალაგა (შ) ვალეკანო (ს)
XXXVI ბეტისი (ს) ვალეკანო (შ) სოსიედადი (ს)
XXXVII ესპანიოლი (შ) ლევანტე (ს) ვალენსია (შ)
XXXVIII გრანადა (ს) სელტა (შ) დეპორტიცო (ს)

სერიები
მოგებები: რეალი - 7
წაუგებელი: რეალი - 7
მოუგებელი: ხეტაფე - 13
წაგებები: ხეტაფე, ბარსელონა - 3
მშრალი სერია: ბილბაო - 2
უგოლო სერია: გრანადა, მალაგა

ბურთის ფლობა
62,6% ბარსელონა
56,1 რეალი
55,1 სელტა
54 ვალეკანო
53,3 ლას პალმასი

საგოლე პასები
13 კოკე (ატლეტიკო)
12 სუარესი (ბარსელონა)
11 რონალდო (რეალი)
10 ბეილი (რეალი)
10 ნეიმარი (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული