ლა ლიგა. XXXIV ტური და XXXV ტურის წინ: მესიმ გამოტოვა, რონალდოს დასვენება არ უნდა

AutoSharing Option
* "ბარსელონამ" 4-მატჩიანი მოუგებელი (3-მატჩიანი წაგებების) დაასრულა.
* ლუის სუარესმა "დეპორტივოსთან" მატჩში პოკერი შეასრულა და პასების ჰეთ თრიკი. 21-ე საუკუნეში ტოპ-ლიგებში სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია ერთ მატჩში 7 გოლში მონაწილეობა.
* "რეალმა" ზედიზედ მეშვიდე სეზონში შეძლო 100 და მეტი გოლის გატანა.
* 8:0 მოგებით "ბარსელონამ" პრიმერას თავისივე რეკორდი მესამედ გაიმეორა.
* ლეო მესის არგენტინელებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს პრიმერაში ჩატარებული - 344. მან გაუსწრო არიელ იბაგასას (343).
* ფერნანდო ტორესმა ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ მე-5 მატჩში გაიტანა (პრიმერაში -
ზედიზედ მე-4 მატჩში). ასეთი სერია მას პროფესიულ კარიერაში საერთოდ არ ჰქონია.


შუა კვირაში თვალსასეირო ტური გაიმართა ლა ლიგაში, თუმცა მან საჩემპიონო რბოლაში ბევრი ვერაფერი შეცვალა - რადგან სამივე კონკურენტმა მოიგო, სტატუს-კვო თითქოს, შენარჩუნდა, თუმცა ტური მიილია და ბუნებრივია, "ბარსა" ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მიზანს.

სევილიური დერბი
ბუნებრივია, პირველ რიგში, ყველას "ბარსელონას", "ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩები აინტერესებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ტური სევილიური დერბითაა გამორჩეული.

კვირას ლა ლიგაში 90-ედ ერთმანეთს ანდალუსიის დედაქალაქის ორი კლუბი დაუპირისპირდება - "სანჩეს პისხუანი" "სევილია"-"ბეტისს" მასპინძლობს. ისტორიულად უპირატესობა უნაი ემერის გუნდს აქვს და სატურნირო მოტივაციაც მხოლოდ მას შერჩა, მაგრამ, როცა სევილიური დერბი იწყება, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ადგილზე არიან კლუბები - სევილიაში ჩამოცხება.

სად არის მესი?
ჩემპიონი, რომელმაც ლა კორუნიაში მწარედ ანანა "დეპორტივოს", ლა ლიგაში რომ ასპარეზობს, ხიხონის "სპორტინგს" მასპინძლობს. კაცი, რომელმაც "დეპორტივოს" კარში 8 გოლიდან 7-ში მიიღო მონაწილეობა, გაჩერებას არც "სპორტინგთან" აპირებს. ლუის სუარესს რეალური შანსი გაუჩნდა, "ოქროს ბუცი" მოიპოვოს. სუარესი იცავს ნეიმარს, რომელსაც ბოლო დროს ძალიან აკრიტიკებენ.

"არ შეიძლება ასე, თითქოს ყველა წაგება ნეის ბრალია, მოგებების დროს კი არ ახსენდებათ. ჩვენ ყველას გვიყვარს ის და მხარში ვუდგავართ. ნეიმარი ჩემი მეგობარი და მაგარი ფეხბურთელია", - აცხადებს ურუგვაელი. გუშინდელი ვარჯიში ლეო მესიმ გამოტოვა, თუმცა მისი ტრავმა მსუბუქია და მესი ასტურიელებთან ითამაშებს.

ამასობაში, ალან ჰალილოვიჩი, რომელიც "ბარსელონას" წევრია, მაგრამ ხიხონში იჯარით თამაშობს, აცხადებს, რომ მის გუნდს შეუძლია, ავნოს "ბარსას" მისსავე მოედანზე. წინა ტურის გამოცდილების შემდეგ ძალზე თამამ განაცხადად გვეჩვენება, თუმცა "სპორტინგმაც" იყოჩაღა წინა ტურში - "სევილიას" მოუგო.

ელ ნინიო და ევრომატარებელი
მაშინ, როცა "ვისენტე კალდერონის" სალაროებში "ბაიერნთან" მატჩისთვის უგრძესი რიგებია, "ატლეტიკო" საჩემპიონო რბოლას აგრძელებს და ჯერ ამავე სტადიონზე "მალაგას" მასპინძლობს. ფერნანდო ტორესი შესაშურ ფორმაშია, მან ზედიზედ 4 ტურში გაიტანა (ყველა შეჯიბრებაში 5 მატჩში). "ელ ნინიოს" თამაშს ვისენტე დელ ბოსკეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტორესს აქვს შანსი, ევრო 2016-ის მატარებელს მოახტეს.

დიეგო სიმეონეს ამ შეხვედრაში დიეგო გოდინის იმედი არ უნდა ჰქონდეს, ვინც ბილბაოში დაშავდა.

დაისვენე, რონალდო!
ზინედინ ზიდანს გაუმართლა - "ვალეკანოსთან" მატჩის წინ დიდი საფრთხე იყო, რომ სამი ვარსკვლავური შემტევიდან ორი დერბიში არ ყოფილიყო, მაგრამ, ფრანგის გასახარად, გარეთ ბეილმა მოასწრო გამოჯანმრთელება და სათამაშოდ მზად არის.

მზად არის კრიშტიანო რონალდოც, რომელმაც "ვილიარეალთან" მატჩის ბოლო წუთები მოედანი ტრავმის გამო მიატოვა. პორტუგალიელმა თავად განაცხადა, რომ ჯანზეა, თუმცა ზიდანი ამბობს, რომ უარს არ იტყოდა მის დასვენებაზე.

XXXIV ტური
21 აპრილი
სოსიედადი-ხეტაფე 1:2
გოლები: 1:0 ველა (19), 1:1 სარაბია (45), 1:2 ა. ვასკესი (56-პენ)
რეალ სოსიედადი (4-3-3): ოიერი - ელუსტონდო, დ. რეიესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - პარდო (60. გრანერო), ბერგარა (78. ჩაბი პრიეტო), ზურუტუზა - ველა, ჟონათასი (60. ბრუმა), ოიარზაბალი
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი, ხ. როდრიგესი, ვერხინი, ლაგო (17. ალონსო) - მედრანი, ლასენი - სარაბია, ე. ბუენდია, მ. გომესი (84. ვ. როდრიგესი) - ა. ვასკესი (62. შჩეპოვიჩი)
გაფრთხილება: ოიერი, გრანერო - ჯ. როდრიგესი, ლაგო, ბუენდია, ალონსო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 14-7 (5-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 14 334

გრანადა-ლევანტე 5:1
გოლები: 1:0 საქსესი (25), 2:0 ელ-არაბი (35-პენ), 3:0 როჩინა (44), 3:1 რუბენ გარსია (82), 4:1 ელ-არაბი (85-პენ), 5:1 ელ-არაბი (93)
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ლომბანი, ბაბენი, რ. კოშტა, ბირაგი - რ. პერესი, დუკურე - კუენკა, როჩინა (61. პენიარანდა), საქსესი - ელ-არაბი
ლევანტე (4-4-2): მარინიო - ლერმა, მედჯანი, დ. ნავარო (46. კამარასა), ორბანი - ვერდუ, ვერსა, სიმაო, მორალესი - დეივერსონი, ჯ. როსი (46. კუერო)
გაფრთხილება: როჩინა, დუკურე, ბირაგი, რ. პერესი, ელ-არაბი, კოშტა - ჯ. როსი, ვერსა, დეივერსონი, სიმაო, კამარასა, მარინო
გაძევება: სიმაო (91)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13-14 (6-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 21 131

XXXV ტური
პარასკევი. 22 აპრილი
ლას პალმასი-ესპანიოლი 23:00
დისკვალიფიკაცია: აიტამი - ვ. სანჩესი
ტრავმა: ხ. კასტელიანო, ვაკასო (?), ა. ერნანდესი - კანიასი, ო. დუარტე, კაისედო, არბილია
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +22=13-26, (65-76)

შაბათი. 23 აპრილი
ვალეკანო-რეალი 18:00
დისკვალიფიკაცია: - კაზემირო
ტრავმა: კობენიო, ებერტი, ტონიო, რაცი (?), პიტი - რონალდო (?), კარვახალი, ბეილი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +4=3-26, (34-98)

ატლეტიკო-მალაგა 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გოდინი, ხ. ხიმენესი (?), ტიაგო (?) - მასტური (?), ტისონე, ხუან კარლოსი, ფლავიო, კამენი (?)
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +12=6-7, (39-28)

ბარსელონა-სპორტინგი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვერმალენი, სამპერი, რამირესი, მატიო, მესი (?) - ბარერა (?), მენენდესი, სუნიგა, კანელია, ფრაილე, მუნისი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 თამაში: +50=16-17, (172-71)

ეიბარი-დეპორტივო 00:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რადოშევიჩი (?), ლუნა, ეკიზა (?), ხიმენესი, არუაბარენა, დელ მორალი - რობერი (?), ხ. დომინგესი, ლუის ალბერტო, ლუქსი, ფაბრისიო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=0-3, (0-5)

კვირა. 24 აპრილი
ლევანტე-ბილბაო 14:00
დისკვალიფიკაცია: - ლაპორტი
ტრავმა: ტონიო, ი. ლოპესი - ადურისი, მერინო, უნდაბარენა, მოლინა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +5=4-12, (20-32)

სევილია-ბეტისი 18:00
დისკვალიფიკაცია: ნ'ზონზი -
ტრავმა: ვიტოლო, გამეირო, ანდრეოლი, პარეხა (?), ტრემულინა - მონტოია, პიჩინი, ვადილიო, მოლინა, ვან დერ ვაარტი, ვარგასი, დიგარი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +40=21-28, (134-108)

ხეტაფე-ვალენსია 20:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ა. პერეირა, კალა, გოიტომი, ველასკესი - ბაკალი, სიკეირა, ჩერიშევი, პიატი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +6=3-14, (27-42)

ვილიარეალი-სოსიედადი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მუსაჩო, კასტილიეხო, კოსტა, პინა, სოლდადო - კ. მარტინესი, კანალესი, აგირეჩე, ნავასი (?)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +11=9-5, (39-22)

ორშაბათი. 25 აპრილი
სელტა-გრანადა 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფონტასი, ბოვიუ, მალიო, დიასი, ვასი - მაინსი (?), ფულკიე, ელ-არაბი (?), ა. ფერნანდესი (?), როჩინა (?), ლოპეში (?)
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +9=8-12, (36-34)

შენიშვნა: დისკვალიფიკაციებში, ტრავმებში და ბოლო 6 მატჩში ხუთშაბათის მატჩები არ არის გათვალისწინებული.

ბომბარდირები: 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 30 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 24 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 22 - ნეიმარი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

სერიები
მოგებები: რეალი - 8
წაუგებელი: რეალი - 8
მოუგებელი: ხეტაფე - 13
წაგებები: ხეტაფე - 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული