დელ ბოსკე ევროპის ჩემპიონატზე ფერნანდო ტორესის წაყვანას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზებს, რომლის გამოც, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდ ფერნანდო ტორესის წაყვანაზე უარი თქვას.

"ესპანეთის ნაკრების კარები არცერთი ფეხბურთელისთვის არაა დახურული - ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოების წაყვანა გვსურს. სავსებით შესაძლებელია, ტორესი ვიხმო ნაკრებში.

ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ის არ ითამაშებს, ვინც მასზე უარი თქვა", - აღნიშნა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" ესპანელმა ფორვარდმა ბოლო ზედიზედ 5 ჩატარებულ მატჩში გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული