* ლუის სუარესი პრიმერას ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორ ტურში 4 და მეტი გოლი გაიტანა თამაშში.
* ლიონელ მესიმ "კამპ ნოუზე" 176-ე გოლი გაიტანა პრიმერაში. ჩემპიონატში შინ გატანილი გოლებით ის რეკორდსმენ ტელმო ზარას გაუთანაბრდა, რომელმაც ამდენივე გოლი მშობლიურ "სან მამესზე" გაიტანა.
* კევინ გამეიროს "სანჩეს პისხუანზე" 23 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.
ლუის სუარესმა პოკერი შეასრულა, კრიშტიანო რონალდოს არ უთამაშია, სევილიური დერბი "სევილიამ" მოიგო, მაგრამ, რაც მთავარია,
პრიმერას ყველაზე უიღბლო მეკარე
ლიტველი გიედრიუს არლაუსკისი უდავოდ ყველაზე უიღბლო მეკარეა პრიმერაში - მან მესამედ დაიცვა "ესპანიოლის" კარი და ამ სამ თამაშში 15 გოლი გაუშვა! კანარის კუნძულებზე კი "ლას პალმასის" ნახევარმცველ ხონათან ვიერას შოუ ვიხილეთ. მის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია. მაგრამ ყველაზე ლამაზი ის გოლი გამოდგა, რომელშიც ვიერას მონაწილეობა არ მიუღია - ვაკასო მუბარაკმა დაუმუშავებლად დიდებული გოლი გაუტანა ბალტიელს. "ესპანიოლი", "ლას პალმასისგან" განსხვავებით, ჯერ ვერ არის სამშვიდობოს და ბოლო ტურებში გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. "მარკამ" თამაშში არა ვიერა, არამედ მისი თანაგუნდელი როკე მესა გამოარჩია - 8 ბალი.
ბეილისიმო
უელსელ გარეთ ბეილს "რეალის" მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო თამაში რომ არ ჩაეტარებინა, ზინედინ ზიდანის გუნდი ჩემპიონობაზე ოცნებას უნდა შეშვებოდა. მადრიდული დერბი ძალიან მოულოდნელად დაიწყო - კრიშტიანო რონალდოს გარეშე მოთამაშე "სამეფო კლუბმა" ორი გოლი გაუშვა და ერთი ამდენიც უნდა გაეშვა. ბებემ ფლანგზე დანილო დაჩაგრა და ემბარბას გაატანინა, რასაც მოჰყვა მიკუს გოლი. "რეალი" არ დაიბნა და პირველივე ტაიმში კუთხურიდან მოწოდებულს ბეილმა თავური შეაგება. კიდევ ერთი თავური (უკვე მეორე ტაიმში) ლუკას ვასკესის ანგარიშზეა. გამარჯვების გოლი კი ბეილმა "რაიო ვალეკანოს" მარჯვენა მცველის, ქუინის შეცდომის წყალობით გაიტანა - 2:3. "მარკამ" უელსელს 8,5 ბალი დაუწერა, შეცვლაზე შესულ ვასკესს - 7,5.
ზინედინ ზიდანი (რეალი): "როდესაც არ გყავს კრიშტიანო და ბენზემა, ბეილი გჭირდება, რომ მან ულიდეროს გუნდს. ძალიან მიხარია მისი დუბლის გამო, ბეილმა ეს გოლები ძალიან მაგარი თამაშით დაიმსახურა. ისკომაც კარგად ითამაშა ჩვენთვის მეტად რთულ შეხვედრაში. ახლა უკვე სამშაბათის დიდ მატჩზე ვფიქრობთ. კარგია, რომ რონალდო ბრუნდება".
ჩვეულ სტილში
დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩვეულ სტილში, მინიმალური ანგარიშით მოიგო - "ვისენტე კალდერონზე" 1:0 დაამარცხა "მალაგა" და ახლა "ბაიერნს" ელის. გამარჯვება "ატლეტიკოს" შეცვლაზე შესულმა ანხელ კორეამ მოუტანა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. "ატლეტიკოს" გოლი არ გაუშვია, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი არ ჰყავდა, რომელიც ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. კორეამ "მარკასგან" 8 ბალი მიიღო. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "გაგვიჭირდა, მაგრამ კორეას გამოსვლამ ყველაფერი შეცვალა. ანხელმა შანსი გამოიყენა და მოგვაგებინა. რაც შეეხება ჩემ გაძევებას, რეფერი მართალი იყო".
პენალტი-ბარსა
"ბარსელონამ" იოლად დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "სპორტინგი" - 6:0. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ექვსი გოლიდან კუელიარის კარში ნახევარი პენალტის ნიშნულიდან გავიდა. პენალტები ორჯერ ლუის სუარესმა შეასრულა, ერთხელ კი - ნეიმარმა. ურუგვაელმა პოკერი შეასრულა და 34 გოლით პრიმერას ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. თავისი გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ, რომელმაც ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. 8:0-ის მერე 6:0, "ბარსელონას" კრიზისი დასრულებულია. "მარკამ", რა თქმა უნდა, სუარესი გამოარჩია 8 ბალით.
ლუის სუარესი (ბარსელონა): "არა მგონია, რომელიმე კონკურენტმა სეზონის ბოლომდე ქულები დაკარგოს. ამიტომ საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, როგორ თამაშობენ მადრიდული კლუბები. ვიცი მხოლოდ ერთი რამ, დარჩენილი სამი თამაშის მოგება ჩემპიონობას მოგვიტანს. ჩვენ უნდა დავასრულოთ სეზონი მოგებებით. "ბარსა" პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა, მაგრამ ნელა. შემდეგ კი ავჩქარდით და ყველაფერი გამოსწორდა".
ფრე იპურუაში
შაბათის ბოლო შეხვედრაში "ეიბარმა" ვერ შეძლო "დეპორტივოს" დამარცხება, თუმცა თავიდან ადრიან გონსალესის გოლით წინ იყო, მაგრამ "დეპორი" ფედე კარტაბიას ულამაზესმა გოლმა იხსნა - 1:1. "მარკას" შეფასებით, თამაშში საუკეთესო სტუმართა ფორვარდი ლუკას პერესი იყო (7 ბალი). "დეპორტივოს" 39 ქულა აქვს და დარჩენილი თამაშები რომც წააგოს, წესით, ლა ლიგაში დარჩება.სევილიის დერბი
"სანჩეს პისხუანზე" ანშლაგი არ ყოფილა, "სევილიამ" კი თამაშით აჯობა "ბეტისს", თუმცა საათზე მეტი ვერაფერი მოუხერხა მეტოქის დაცვას. შემდეგ იყო სტივენ ნ'ზონზის ჩაწოდება და კევინ გამეიროს თავური ფაქტობრივად ცარიელ კარში, ბოლოს კი შეცვლაზე შემოსული კოკეს გასროლა შორი მანძილიდან - 2:0. "მარკამ" ნ'ზონზი და გამეირო გამოარჩია 7-7 ბალით. სხვა მატჩები
კიდევ ერთმა გუნდმა ვერ შეინარჩუნა ტურში ორბურთიანი უპირატესობა, თუმცა "ლევანტემ" "რაიო ვალეკანოსგან" განსხვავებით, არ წააგო - 2:2 "ბილბაოსთან". ერთი ეგაა, ვალენსიელებისთვის ფრე წაგების ტოლფასია, გუნდი 29 ქულით უკანასკნელ ადგილზეა. "ვალენსიამ" მოგებათა სერია ვერ შეწყვიტა, მადრიდში აუტსაიდერ "ხეტაფეს" 2:2 დაუზავდა.XXXV ტური
22 აპრილი
ლას პალმასი-ესპანიოლი 4:0
გოლები: 1:0 ელ ჟარი (45), 2:0 ვიერა (49), 3:0 ბიგასი (56), 4:0 ვაკასო (75)
ლას პალმასი (4-2-3-1): ლისოაინი - დ. სიმონი, ლემოსი (66. ვაკასო), ბიგასი, დ. კასტელიანო - როკე, ვისენტე (59. ერნანი) - ელ ჟარი, ვიერა, მომო (74. ვალერონი) - ვილიან ჟოზე
ესპანიოლი (4-2-3-1): არლაუსკისი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, ვ. ალვარესი - აბრაამი (13. ჟორდანი), დიოპი (59. სევილია) - ე. პერესი, ბურგუი, ასენსიო - მორენო (54. სილა)
გაფრთხილება: სიმონი, ვისენტე, კასტელიანო, ელ ჟარი - დიოპი, ხ. ლოპესი, სილა, როკო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14-11 (9-5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 19 358
23 აპრილი
ვალეკანო-რეალი 2:3
გოლები: 1:0 ემბარბა (7), 2:0 მიკუ (14), 2:1 ბეილი (35), 2:2 ლ. ვასკესი (51), 2:3 ბეილი (81)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხუან კარლოსი - ქუინი, ამაია, კრესპო, ტიტო (78. რაცი) - ხოსაბედი (54. იტურა), ტრაშორასი - ემბარბა, პ. ერნანდესი (54. გერა), ბებე - მიკუ
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, პეპე, ვარანი, მარსელო - კოვაჩიჩი (78. ხ. როდრიგესი), კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა (42. ლ. ვასკესი), ხესე (63. მოდრიჩი)
გაფრთხილება: ხოსაბედი, კრესპო, იტურა, ტრაშორასი, ამაია, რაცი - კოვაჩიჩი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 11-16 (6-6); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 13 314
ატლეტიკო-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ა. კორეა (62)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო (57. ა. კორეა) - ფ. ტორესი, გრიზმანი (66. ა. ფერნანდესი)
მალაგა (4-4-2): ოჩოა - როსალესი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ. ტორესი - ფორნალსი (62. ხუანპი), ნაჩო კამაჩო, რესიო, ორტა (59. გ. კასტრო) - ჩოპი (77. სანტა კრუსი), შარლესი
გაფრთხილება: ხიმენესი, ტორესი, ლუიში - შარლესი, ველიგტონი, რესიო
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 6-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14-7 (4-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 47 621
ბარსელონა-სპორტინგი 6:0
გოლები: 1:0 მესი (12), 2:0 ლ. სუარესი (64), 3:0 ლ. სუარესი (74-პენ), 4:0 ლ. სუარესი (77-პენ), 5:0 ნეიმარი (86-პენ), 6:0 ლ. სუარესი (88)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ს. რობერტო (46. დ. ალვეში), პიკე (66. ბარტრა), მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (75. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ვრანიეში, ლ. ერნანდესი, ლიხნოვსკი, ი. ლოპესი (70. კანელია) - მასკარელი, რაშიდი - პ. პერესი (62. სანაბრია), ჰალილოვიჩი, მენენდესი - გერერო (75. კ. კასტრო)
გაფრთხილება: - ვრანიეში, ერნანდესი, ჰალილოვიჩი
გაძევება: ვრანიეში (84)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 24-5 (10-3); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 77 299
ეიბარი-დეპორტივო 1:1
გოლები: 1:0 ადრიანი (7), 1:1 ფედე კარტაბია (71)
ეიბარი (4-4-1-1): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, რამისი, ჟუნკა - კეკო (89. რადოშევიჩი), ესკალანტე, ადრიანი, ჰაიროვიჩი (68. სერაო-გარსესი) - ენრიჩი - ბასტონი (80. ბერხონი)
დეპორტივო (4-4-2): მანუ - ლაურე, არიბასი, სიდნეი, ხუანფრანი - ფედე კარტაბია (89. გუტიერესი), მოსკერა, ბორხესი, ფახრი (72. კანი) - რიერა, ლ. პერესი
გაფრთხილება: - ფახრი
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 9-9 (2-1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 4 606
24 აპრილი
ლევანტე-ბილბაო 2:2
გოლები: 1:0 ვ. კასადესუსი (13), 2:0 ეჩეიტა (67 ს. კ.), 2:1 სუსაეტა (88), 2:2 სან ხოსე (91)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - პ. ლოპესი, მედჯანი, ფედალი, ხუანფრანი - კუერო (62. ვერდუ), კამარასა, ლერმა, მორალესი (79. რუბენ გარსია) - ჯ. როსი, ვ. კასადესუსი (66. დეივერსონი)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ბოვედა, სან ხოსე, ეჩეიტა, ბალენზიაგა - ბენიატი, იტურასპე (55. სუსაეტა) - ვილიამსი, რაულ გარსია, მუნიაინი (69. ელუსტონდო) - ვიგერა (55. ლეკუე)
გაფრთხილება: ლერმა, ხუანფრანი - ბალენზიაგა
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-19 (5-8); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 15 263
სევილია-ბეტისი 2:0
გოლები: 1:0 გამეირო (67), 2:0 კოკე (80)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, კარიშო, კოლოძეიჩაკი, ესკუდერო - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - ხ. რეიესი (76. კოკე), ბანეგა (81. იბორა), კონოპლიანკა (67. კრონ-დელი) - გამეირო
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - ბრუნო, პეცელა, ვესტერმანი, მონტოია - ნ'დიაი, პეტროში (81. რუისი) - მუსონდა (51. სეხუდო), ხოაკინი (69. ვან ვოლფსვინკელი), სებალიოსი - რ. კასტრო
გაფრთხილება: ბანეგა, გამეირო, რეიესი, ესკუდერო, მარიანო - მუსონდა, პეცელა, სეხუდო, ვესტერმანი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 25-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-8 (3-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 39 523
ხეტაფე-ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 პარეხო (48), 1:1 მედრანი (59), 2:1 შჩეპოვიჩი (68), 2:2 პ. ალკასერი (84)
ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა - მიგელ ანხელი (58. იოდა), ვერხინი, ვიგარაი, დ. სუარესი - ლასენი - პედრო ლეონი (79. ვ. როდრიგესი), მ. გომესი, მედრანი, სარაბია - ა. ვასკესი (65. შჩეპოვიჩი)
ვალენსია (4-1-4-1): დ. ალვეში - ბარაგანი (46. კანსელო), მუსტაფი, აბდენური, სიკეირა - ე. პერესი (46. მინა) - როდრიგო (74. ნეგრედო), პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში - პ. ალკასერი
გაფრთხილება: სარაბია, გომესი, ლასენი, სუარესი - გომეში
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-5 (11-4); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 11 637
ვილიარეალი-სოსიედადი 0:0
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ბაილი (65. მარინი), რუისი, რუკავინა - კასტილიეხო, ბრუნო სორიანო, პინა (58. ჯონათან დოს სანტოსი), დ. სუარესი - სოლდადო (68. ა. ლოპესი), ბაკამბუ
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ზალდუა, ელუსტონდო, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, დ. რეიესი (82. ჩაბი პრიეტო), ბერგარა - ოიარზაბალი (93. ხონი), ველა (90. ლიტრი), ზურუტუზა
გაფრთხილება: პინა, მარიო, დოს სანტოსი, ლოპესი - ველა
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-7 (3-2); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 17 215
25 აპრილი
სელტა-გრანადა 22:30
ბომბარდირები: 34 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 31 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 18 - გარეთ ბეილი (რეალი).
მომდევნო ტური
29 აპრილი:
სპორტინგი-ეიბარი
30 აპრილი:
რეალ სოსიედადი-რეალი, ატლეტიკო-რაიო ვალეკანო, ბეტისი-ბარსელონა, გრანადა-ლას პალმასი
1-ლი მაისი:
ბილბაო-სელტა, ესპანიოლი-სევილია, დეპორტივო-ხეტაფე, ვალენსია-ვილიარეალი
2 მაისი:
მალაგა-ლევანტე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"