დიეგო სიმეონე ლა ლიგაში სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

სიმეონე "მალაგასთან" (1:0) ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში მომხდარი ეპიზოდის გამო დასაჯეს. მატჩის დროს არბიტრმა ანტონიო მიგელ მატეუ ლაოსმა სიმეონე გააძევა.

სიმეონე რეგლამენტის იმ პუნქტის მიხედვით დაისაჯა, რომელიც მატჩის ჩაშლას ითვალისწინებს.

არგენტინელმა სპეციალისტმა "მალაგასთან" შეხვედრის დროს ბურთის მომწოდებელ ბიჭს ანიშნა, ბურთი მოედანზე შეეგდო მეტოქე გუნდის შეტევის დროს. მადრიდული გუნდი კი ამტკიცებდა, რომ ბიჭმა თავად ისროლა ბურთი.

კომიტეტის სასჯელის მიხედვით, სიმეონე ლა ლიგაში
დარჩენილ სამ შეხვედრას: "რაიო ვალეკანოსთან", "ლევანტესთან" და "სელტასთან" გამოტოვებს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
... ეს სიმეონე, ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელია. რასაც ის ატლეტიკოს აკეთებინებს, ფეხბურთიდან თანდათან უფრო ინტრიგანობამდე იწევს
ლევანი
11:14 28-04-2016
0
ეს ისეტ ფეხბურტს ატამაშებს ატლეტიკოს რომ ტამაშის ყურებას შეგაძულებს
guri
11:46 28-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული