17:30 27-04-2016
დიეგო სიმეონე ლა ლიგაში სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია [VIDEO]
AutoSharing Option
სიმეონე "მალაგასთან" (1:0) ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში მომხდარი ეპიზოდის გამო დასაჯეს. მატჩის დროს არბიტრმა ანტონიო მიგელ მატეუ ლაოსმა სიმეონე გააძევა.
სიმეონე რეგლამენტის იმ პუნქტის მიხედვით დაისაჯა, რომელიც მატჩის ჩაშლას ითვალისწინებს.
არგენტინელმა სპეციალისტმა "მალაგასთან" შეხვედრის დროს ბურთის მომწოდებელ ბიჭს ანიშნა, ბურთი მოედანზე შეეგდო მეტოქე გუნდის შეტევის დროს. მადრიდული გუნდი კი ამტკიცებდა, რომ ბიჭმა თავად ისროლა ბურთი.
კომიტეტის სასჯელის მიხედვით, სიმეონე ლა ლიგაში დარჩენილ სამ შეხვედრას: "რაიო ვალეკანოსთან", "ლევანტესთან" და "სელტასთან" გამოტოვებს.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს ისეტ ფეხბურტს ატამაშებს ატლეტიკოს რომ ტამაშის ყურებას შეგაძულებს
0
0
... ეს სიმეონე, ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელია. რასაც ის ატლეტიკოს აკეთებინებს, ფეხბურთიდან თანდათან უფრო ინტრიგანობამდე იწევს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული