შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ატლეტიკომ" "ბაიერნს" საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი სწორედ საულის ანგარიშზეა.
- ატლეტიკო-ბაიერნი 1:0 - "ჩოლომ" ბრძოლა მოიგო, ომი გაგრძელდება [VIDEO]
"ბაიერნის" კარში გატანილი გოლი ჩემს კარიერაში საუკეთესოა როგორც შესრულებით, ისე მნიშვნელობით. დრიბლინგი განვახორციელე, ორი ფეხბურთელი მოვატყუე, საჯარიმოში შევიჭერი, მ
იყო მონაკვეთები, როცა მეტოქე სერიოზულად გვიტევდა და უკან დახევა გვიწევდა. არ გაგვიმართლა, როდესაც ტორესმა ბურთი ძელს მოარტყა.
"ბაიერნი" მართლაც ძალიან რთული მეტოქეა და მსურს, ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ესპანელმა.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 3 მაისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.