საული: "ბაიერნის" კარში გატანილი გოლი ჩემს კარიერაში საუკეთესოა

AutoSharing Option
გუშინ, 27 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულ ნიგესმა კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ატლეტიკომ" "ბაიერნს" საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი სწორედ საულის ანგარიშზეა.

- ატლეტიკო-ბაიერნი 1:0 - "ჩოლომ" ბრძოლა მოიგო, ომი გაგრძელდება [VIDEO]

"ბაიერნის" კარში გატანილი გოლი ჩემს კარიერაში საუკეთესოა როგორც შესრულებით, ისე მნიშვნელობით. დრიბლინგი განვახორციელე, ორი ფეხბურთელი მოვატყუე, საჯარიმოში შევიჭერი, მ
არცხენა ფეხით დავარტყი და გავიტანე.

იყო მონაკვეთები, როცა მეტოქე სერიოზულად გვიტევდა და უკან დახევა გვიწევდა. არ გაგვიმართლა, როდესაც ტორესმა ბურთი ძელს მოარტყა.

"ბაიერნი" მართლაც ძალიან რთული მეტოქეა და მსურს, ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ესპანელმა.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 3 მაისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ გუნდს არ გაუმართლა ბიჯოოო???? აუ სინდის-ნამუსი საერთოდ არა გაქვთ, გამართლებაზე არგამართლებაზე თქვენ როგორ უნდა ილაპარაკოთ????
ლევანი
11:08 28-04-2016
0
ატლეტიკო მაგარი გუნდია სიმეონე კი მაგარი ტაქტიკოსი საგოლ
mishka90
12:00 28-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული