როგორც ესპანური Marca იტყობინება, რონალდოს ტრავმა ისეთი სერიოზული არ გამოდგა, როგორიც თავიდან ივარაუდებოდა. წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელი უკვე ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს.
"რეალსა" და "სიტის" შორის განმეორებითი შეხვედრა 4 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაიწყება.