Marca: კრიშტიანო რონალდო ორშაბათიდან სრული დატვირთვით ივარჯიშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "მანჩესტერ სიტისთან" (0:0) ტრავმის გამო გამოტოვა, სავარაუდოდ, გუნდს "სიტისთან" განმეორებით მატჩში დაუბრუნდება.

როგორც ესპანური Marca იტყობინება, რონალდოს ტრავმა ისეთი სერიოზული არ გამოდგა, როგორიც თავიდან ივარაუდებოდა. წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელი უკვე ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

"რეალსა" და "სიტის" შორის განმეორებითი შეხვედრა 4 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული