Sport: ლუის ენრიკე "ბარსელონას" მომავალ სეზონშიც გაწვრთნის

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, ბოლომდე ამოწუროს თავისი კონტრაქტი კატალონიურ კლუბში, რომელიც 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ამის შესახებ ესპანური ინტერნეტგამოცემა Sport-ი იუწყება.

ამ გადაწყვეტილების შესახებ სპეციალისტმა თავის უახლოეს გარემოცვას აცნობა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, მადრიდის "ატლეტიკოსთან" წაგებასა და ტურნირიდან გამოთიშვას ლუის ენრიკე ძალიან განიცდიდა, თუმცა საბოლოოდ მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ეს არასაკმარისი მიზეზია თანამდებობის ვადამდე დატოვებისთვის. კატალონიურ გუნდს ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისა და ქვეყნის თასის მოგება ჯერ კიდევ შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული