წყაროს ცნობით, გერმანელმა მეკარემ კატალონიურ გუნდში დარჩენა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად თავის კოლეგა ბრავოსთან ბრძოლა გადაწყვიტა. ამ არჩევანის შესახებ ტერ შტეგენმა უკვე აცნობა თავის გარემოცვას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გერმანელმა გოლკიპერმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი უკმაყოფილება იმის გამო, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში თამაშის საშუალება არ ეძლევა.