ლუის ენრიკე "ბარსელონადან" ალვეშისა და თურანის წასვლას არ შეეწინააღმდეგება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდიდან ბრაზილიელი მცველის, დანი ალვეშისა და თურქი ნახევარმცველის, არდა თურანის წასვლას არ შეეწინააღმდეგება, თუკი საინტერესო წინადადებებს მიიღებენ. ამის შესახებ გამოცემა AS კატალონიური კლუბის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

ცოტა ხნის წინ ორივე ფეხბურთელმა საკმაოდ მიმზიდველი წინადადებები ჩინური კლუბებისგან მიიღო, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. მიუხედავად ამისა, "ბარსელონა" ახალი შეთავაზებების განსახილველად მზადაა.

29 წლის თურანის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2020 წელს იწურება, 32 წლის ალვეშისა კი - 2017 წელს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული