ლა ლიგა. XXXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: სიმეონესთვის დაწყევლილი "სიუტატ დე ვალენსია"

AutoSharing Option
* მადრიდის "რეალს" ზედიზედ 11 მოგება აქვს ლა ლიგაში. ერთი გამარჯვებაც და ზინედინ ზიდანი კარლო ანჩელოტის ხელში საუკეთესო სერიას (12 მოგება) გაიმეორებს.

* "სიუტატ დე ვალენსია" ის სტადიონია, სადაც მადრიდის "ატლეტიკოს" დიეგო სიმეონეს ხელში ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი (5) მატჩი აქვს მოუგებლად ჩატარებული.

* "ბარსელონას" "ესპანიოლთან" დერბიში ასეთი სხვაობით 1992 წლის მერე არ ჰქონდა მოგებული. "ბარსამ" მაშინაც 5:0 იმარჯვა.

* დიეგო გონსალესი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში შეცვლაზე შემოსვლის მერე ყველაზე სწრაფად გაიტანა გოლი. მას ამისთვის მხოლოდ 23 წამი
დასჭირდა.

* კრიშტიანო რონალდოს პრიმერადივიზონში "ვალენსიის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.

* სიმბოლურია, რომ მიმდინარე ლა ლიგაში მე-1000 გოლი ლუის სუარესმა გაიტანა. ურუგვაელი პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია და "ოქროს ბუცამდეც" ცოტა აშორებს.

* სუარესს "ბარსას" როგებში ბოლო 4 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, თანაც, სულ რაღაც 13 ზუსტი დარტყმით.

* ლიონელ მესის მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს პირდაპირ ჯარიმიდან გატანილი, რაც ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში ყველაზე კარგი შედეგია.

* "რეალს" საჯარიმოს გარედან დარტყმებით 13 გოლი აქვს გატანილი, რაც ყველაზე მეტია.

* რონალდოს საჯარიმოს გარედან დარტყმებით 39 გოლი აქვს გატანილი მას მერე, რაც იგი "სამეფო გუნდში" ჩაირიცხა. იქიდან მოყოლებული, ეს ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

* კოკეს უკვე 14 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, რაც 21-ე საუკუნეში "ატლეტიკოს" რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია ერთ სეზონში.

* ფერნანდო ტორესმა ჩემპიონატში თავისი მე-10 გოლი შეაგდო. ამდენი გოლი ერთ სეზონში "ელ ნინიოს" 2009/10 წლების სეზონის მერე არ გაუტანია, როდესაც მან "ლივერპულის" მაისურით 18 ბურთი გაიტანა.

* მადრიდის "რეალს" ჩემპიონატის ბოლო 13 საშინაო შეხვედრაში 12 მოგებული აქვს (საშუალოდ 4,8 გოლი). ერთადერთი გამონაკლისი "ატლეტიკოსთან" წაგებული ( 0:1) მატჩია.

* ლა ლიგაში მხოლოდ პირველი ტაიმების შედეგები რომ ითვლებოდეს, "რეალი" 83 ქულით უკვე ჩემპიონი იქნებოდა, მეორეზე მყოფ "არსელონას" 74 ქულა ექნებოდა, მესამეზე "ატლეტიკოს" - 68, ხოლო მეოთხეზე "სელტა" მოგვევლინებოდა 57 ქულით. რეალურ ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "რაიო ვალეკანოს" კი გავარდნა-დარჩენის პრობლემა არ ექნებოდა და მე-8 პოზიციაზე იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული