ახალი კონტრაქტით, "ბარსელონა" ნეიმარში 220 მლნ ევროს მოითხოვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა აგრძელებს მოლაპარაკებას ნეიმართან, მისი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაგრძელებას 2021 წლამდე აპირებს. ასეთ შემთხვევაში, ნეიმარის ტრანსფერზე საკომპენსაციო თანხის ოდენობა 220 მლნ ევროს მიაღწევს. ამჟამად კი ეს თანხა 190 მლნ ევროთი განისაზღვრება.

ამრიგად, "ბარსელონა" ცდილობს, კლუბებს ნეიმარის სატრანსფერო ფურცლის გამოსყიდვის შესაძლებლობა მაქსიმალურად შეუზღუდოს. ახალი კონტრაქტის დადების შემთხვევაში, ნეიმარის ფასი დაბალი მხოლოდ ლიონელ მესისაზე იქნება, რომლის ყიდვის მსურველმა 250 მლნ ევრო უნდა გადაიხადოს.

თავის მხრივ, ნეიმარის მამა და
აგენტი "ბარსელონასგან"დახმარებას ითხოვენ, რათა ფეხბურთელი იურიდიული პრობლემებისგან გათავისუფლდეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ნეიმარი არაერთ კანონდარღვევაში დაადანაშაულეს და საქმე სასამართლოშია შესული.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიმა რამდენი გაკლდება დაგიმატებ
ოღონდაცა რაააააა
14:52 10-05-2016
0
დინამოსთვის მინდოდა,მაგრამ ძვირია...)))
dima
13:41 10-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული