ოფიციალურად: "რეალმა" ალვარო მორატას დაბრუნების შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი ალვარო მორატა მადრიდის "რეალში" დაბრუნდება.

"სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ მორატას ტრანსფერს გამოისყიდის.

"მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსს" ალვარო მორატას სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის შესახებ აცნობა. მორატა "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანი სურვილის მიხედვით გუნდს შეკრებაზე შეურთდება", - ნათქვამის "რეალის" ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მორატა "იუვენტუსში" 2014 წელს გადავიდა. კლუბებს შორის შეთანხმების მიხედვით, "რეალს" დარჩა უფლება, გამოისყიდოს ფეხბურთელი 30 მლნ ევროდ.

გასულ სეზონში ესპანელმა ფორვადმა "იუვენტუსის" რიგებში 47 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამ
დროისთვის მორატა ევრო 2016-ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. 3 გოლით მორატა ლიდერობას გარეთ ბეილთან ერთად იყოფს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მგონია ზიდანის ინიციატივა იყოს ეს! ისე ძლივს არ მოიყვანეს კონკურენტი ბენზემას?! ფაქტიურად რაც იგუენი წავიდა ბენზემა უკონკურენტოდ იყო და ეხლა მორატა დიდი ალბათობით სკამსაც ახეხინებს.... მაგრამ ზიდანი ალბათ არ გაწირავს თანამემამულეს.....
zaza
14:44 22-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული