მესი: თავს უხერხულად ვგრძნობ, როცა ნეიმარი ამბობს, რომ ჩემი ფანატია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ბარსელონაში" თავის ბრაზილიელ თანაგუნდელ ნეიმართან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ნეიმარს გასაოცარი ხასიათი აქვს და არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ახალგაზრდა და სიცოცხლით აღსავსეა, როგორც ბავშვი, რომელშიც ბოროტების ნატამალიც კი არაა.

მე, სუარესი და ნეიმარი თავისთავად შევთამაშდით. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა - დავიწყეთ მეგობრობა მოედნის მიღმა და ეს შემდეგ ჩვენს თამაშზეც დადებით აისახა.

ნეიმარი სულ ამბობდა, რომ ჩემი ფანატი იყო, მაგრამ ცოტა არ იყოს, თავს უხერხულად ვგრძნობ, როდესაც ამას პირში მეუბნება. როცა ის "ბარსელონაში" მოვიდა, მაშინ მივხვდი, რომ ამ ყველაფერს
გულახდილად ამბობდა და მესიამოვნა კიდეც ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისგან.

დღეს მე და ნეიმარს ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს", - აქვეყნებს მესის ნათქვამს გამოცემა Sport.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესის რომ ქალი ყავდეს არ გამიგია.ეტყობა შეყვარებულია
კრისტიანო
10:04 27-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული